თეთრი აპკი


- ხათუთი, ამაღამ ვიწაწლოთ.

ხათუთა სდუმს. მერმე ცას ეჩურჩულება:

- კი, მებრალები, ვაჟიკავ, მაგრამ რაკი აგრე გინ…

- მინდიხარ, ხათუთი, მინდიხარ!

Hymen – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საქალწულე აპკს.

პოსტ ფაქტუმ მიყვარს წერა, აქ ”პროფილ”ს არ განვიხილავ, აპკთან დაკავშირებული პრობლემა პროფილამდეც იდგა, პროფილშიც და მის შემდეგ კიდევ უფრო.

მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, გადაცემაში ერთ-ერთმა ექიმმა დიდად გაკვირვებული სახით თქვა, რომ აკეთებს აპკის აღდგენის ოპერაციას (ჰიმენოპლასტიკა) და როდესაც ამის შესახებ თავის უცხოელ კოლეგებს უყვება, მათ თურმე უკვირთ და გაოგნებული რჩებიან.

ცხადია, მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა, რომ მსგავსი ოპერაცია მხოლოდ საქართველოში კეთდება და უცხოელ სპეციალისტებს წარმოდგენა არ აქვთ ამ საკითხზე.

მაყურებელთა გაბითურების და სხვა სპეციალისტების დაკნინების ფაქტს ასე ვერ გავატარებდი.

პირველ რიგში ამ ოპერაციების სიმრავლით აზია-აფრიკის ქვეყნები გამოირჩევიან; ასეთი ქვეყნების სია მოიცავს ჩინეთს, იაპონიას, საფრანგეთს, აშშ-ს, ამ უკანასკნელში სპეციალური კლინიკებია, სადაც ჰიმენოპლასტიკა კეთდება.

ფალსიფიკაციებით განთქმული ჩინეთი არც ქალიშვილობას ჩამორჩენილა. პეკინის ერთ-ერთი ჰოსპიტალის გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი ჟუ აცხადებს, რომ მისი პაციენტები დაახლოებით 20 წლის ზემოთ გოგონები არიან, რომლებიც გათხოვებას აპირებენ და სურთ ქალიშვილებად ჩაბარდნენ მომავალ მეუღლეს, რადგან ჩინელი მამაკაცები საკითხის მიმართ ჯერ კიდევ კონსერვატიული და შოვინისტური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. აღნიშნული პროცედურა 20-30 წუთი გრძელდება და მისი ღირებულება 737 დოლარს შეადგენს.

იაპონიამ, ამ საკითხში თავისი ტექნოლოგიურ-კრეატიული ხელები აიკაპიწა და გამოიგონა ”მოწყობილობა”, რომელიც ქალს აძლევს საშუალებას თავი ქალწულად წარმოაჩინოს. ეს არის ხელოვნური აპკი, რომელსაც ჩაიდგამთ სექსუალურ აქტამდე 15-20 წუთით ადრე, და აქტის დროს უშვებს სისხლის მსგავს სითხეს. მწარმოებლები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ სექსუალურ აქტს კვნესა-გმინვა არ დააკლონ, რათა ქალიშვილობის დაკარგვა უფრო ბუნებრივი გამოჩნდეს. ეს ”მოწყობილობა” შეგიძლიათ საიტზე შეიძინოთ, ხოლო ჩინეთში უკვე სექს-შოპებშიც იყიდება, ცხადია ჩინური წარმოების.  ”კაცი იღებს იმას, რაც სურს, ოღონდ ფალსიფიცირებული სახით” – ამბობს ექიმი ჟუ.

იაპონურმა გამოგონებამ ფურორი მოახდინა არაბულ ქვეყნებში. ეგვიპტელი პოლიტიკოსები გამოვიდნენ ხელოვნური აპკის აკრძალვის მოთხოვნით, რადგან აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კოსმეტიკური ცენტრი არაბულ ქვეყნებში ითავსებს ჰიმენოპლასტიკას ძალიან მაღალ ფასებში, შესაბამისად დაბალ ფასიანმა – 30 დოლარის ღირებულების ხელოვნურმა აპკმა, მათ ბიზნეს ზარალი მიაყენა და რაღა გასაკვირია, რომ აკრძალვა და რეალიზატორების სიკვდილით დასჯაც მოითხოვეს.

რას გადაყვნენ ამ ერთ აპკს, გაუგებარია, როდესაც მისი დაზიანება შემთხვევით სპორტულ დარბაზში ან ტამპონითაც კი შესაძლებელია.

ამ ძებნა-ძებნაში, ჯადოსნური ტაბლეტებიც ვიპოვე სახელწოდებით ”კვლავ ქალიშვილი”, განმარტებაში წერია, რომ შეგიძლიათ გქონდეთ სექსი, როცა გნებავთ, ხოლო ტაბლეტების მიღების შემდეგ აპკი კვლავ აღდგება. (რას არ გამოიგონებენ ეს ოხრები).

და საერთოდ აპკი შევინარჩუნოთ თუ არა, უკვე არასწორად დასმული კითხვაა.

შეკითხვა უნდა დაისვას ასე: გვქონდეს სექსი თუ არა? ან გვინდა სექსი თუ არა? ან გვჭირდება სექსი თუ არა?

ყურადღება! ყურადღება!

სიმპტომები, რომლებიც გადაუდებელ სექსუალურ ჩარევას საჭიროებენ:

- ნევროზი

- აღელვება, მიგრენი (ძლიერი თავის ტკივილი)

- მუდმივი სტრესი

- მადის დაკარგვა (ან პირიქით)

- უძილობა  (პირიქით შანსი არ არის)

- კონკრეტული ადამიანების მიმართ აგრესია/წინააღმდეგობა

- ხშირი სექსუალური ფანტაზიები, განსაკუთრებით ღამით (აბა გამოტყდით)

- მომატებული დაღლილობა

- პრემენსტრუალური სინდრომის გამწვავება

- აპათია

- თმის ცვენა (სტრესის და ნერვოზის შედეგად)

გარდა ფსიქიური მოვლენებისა, თავს იჩენს ისეთი ფიზიკური შედეგები, როგორიცაა საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, საშვილოსნოში სისხლდენა და სხვა მსგავსი დარღვევები. ამასთან, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სექსისგან თავის შეკავება შეიძლება პირდაპირი მიზეზი არ იყოს ამ დაავადებებისა, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად ხელს უწყობს და აჩქარებს მათ განვითარებას.

 

გაითვალისწინეთ! – რაც უფრო მატულობს ასაკი, ზეაღნიშნული სიმპტომები უფრო მძაფრდებიან და სიტუაცია სავალალო ფაზაში გადადის.

თქვენის ნებართვით ლიტერატურასაც მოვიშველიებ:

”გარეგნულად ისე სჩანს, თითქოს ავღანეთში სექსი არ არის. ქალები სხეულებს ბურკის ქვეშ მალავენ, დიდ და ფართო ტანისამოსს ატარებენ. სახლშიც კი ვერ იხილავთ გულამოღებული მაისურით. იმისდა მიუხედავად, რომ მრუშობა ავღანეთში იკრძალება და ის, ვინც შესცოდავს, სიკვდილით ისჯება, საყვარლები ქალებსაც ჰყავთ და მამაკაცებსაც. სექსის თემას ძველ ავღანურ მითებსა და თქმულებებში დიდი ადგილი უჭირავს”

”-ქორწილის მერე სულ შეიცვალა, როგორც იქნა დაქალდა, – ხარხარებს სულთანი, შვილი ხომ არ ეყოლა, ალბათ თვიური ქორწილამდე ბევრად ადრე ჰქონდა დაკარგული. ეს კი რას ნიშნავს? არანაირი შესვენება იმ ამბავში. ყოველ ღამე გზა ხსნილია.”

”-დეიდაშენი გახსოვს? გასაღების ჭუჭრუტანიდან რომ უთვალთვალებდი . . . როგორ მოიკუზა თანდათან! მის ქმარს უკნიდან ჰყვარებია . . . -ხარხარებს სულთანი.”

და ა.შ. შეგიძლიათ წაიკითხოთ ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” -ოსნე საიენშტადი. (წიგნის ავტორი სულთნის სახლში ცხოვრობდა და რეალურად აკვირდებოდა მოვლენებს.)

აი ჩადრიო, აი ბურქაო, აი გრძელი კაბაო, თქვენ სად იყავით მაშინ, ესენი ათას ერთი ღამე, რომ ერთობოდნენ და სამი, ოთხი და ხუთი ცოლი, რომ ჰყავდათ.

”ჯერ საწოლში საცვლებით ვწვებოდი. წაწლობამ გამახდევინა, რადგან ხათუთა შიშველად წაწლობდა. მერმე ხათუთამ და ჯურხამ მასხარადაც ამიგდეს. მეც დავრწმუნდი, რომ ხევსურეთში სიტყვა „საცვალიც” არ სცოდნიათ.”

”რადგან ადამიანი „მავკალ”, ამიტომ ხევსურების თვალშიც მხოლოდ იმ დღეს გავხდი ადამიანი. ჯურხამ ნეკნები ჩაიზნიქა, იამზემ და მზექალამ ახალი რაინდი გადაჰკოცნეს, ხოლო ხათუთამ იმ ღამეს ისე იწაწლა, რომ მეორე დღეს ფეხები მედრიკებოდა.”

”ტანისამოსი თითქმის შემოვახიე და ხევსური ვენერა გავაშიშვლე. მაინც ვიადათე და იმ საამურ ჯოჯოხეთს დილამდე გავუძელი. რიჟრაჟზე კი….

რიჟრაჟზე ხათუთა ქალწულად წამოდგა. მაგრამ ძლივს წამოდგა. ორივემ ერთმანერთი დავთენთეთ, მხოლოდ გზის სათავე განვვლეთ და უსრული სიტკბოების ჯვარზე ავწიეთ.”  – ”თეთრი საყელო” – მ. ჯავახიშვილი (1925წ).

ესეც ტრადიციაა . . . ვასწავლით სხვებსაც , ევროპაში, ამერიკაში ხევსურეთი, რომ შევიდეს არ უნდათ?

ან ის ყივჩაღები, მარტვილში და ზუგდიდში, რომ გადაანაწილეს, გაეშვათ მთაში, ხომ აღარ იბლუყუნებდნენ გენდერული ბალანსის დარღვევაზე და ”პატრონი” სისტემაზე . .  .

ხალხი ფეხს კარგავს, ხელს, შვილს, ქმარს, რას ჩამოეკიდეთ ამ აპკს . . .

სიტყვა ფსევდო დაგვღუპავს ჩვენ. ფსევდოქალიშვილი, ფსევდოვაჟიშვილი, ფსევდოთანამედროვე ქალი ან კაცი, რომელიც ”ვითომ” პროგრესულად შესცქერის, ვითომ ახლა შემოჭრილ პროგრესს. არადა საქმე სულ სხვანაირად არის, ამბობს ”ჩემთვის სულერთია ქალიშვილი იქნება თუ არა” – მაგრამ თქმა ერთია და გაკეთება მეორე.  ”ან იტყვის თუ არის ქალიშვილი კაი, თუ არა და ჯანდაბას” – ესეც გაუგებარია.

არც ის მიმაჩნია შვებად და იდეად, როდესაც ”ფსევდოუკომპლექსო” ცუგრუმელები, ასევე ”ფსევდოუკომპლექსო” პოსტების, სტატიების და მოთხრობების წერით ერთობიან და ყოველ მეორე სიტყვად სექსის და ყოველ მეათე სიტყვად მასტურბაციის გამოყენებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებულ პრობლემებს ”ეხმაურებიან”. ეჭვი მაქვს, ამ ადამიანებს, როგორც მინიმუმ იმის კომპლექსი აქვთ, რომ არ ჰქონდეთ კომპლექსი.

ეს ამბავიც მაღელვებს, და საერთოდ ყველაფერი ფსევდო ძალიან საშიშია.

მეჩვენება, რომ საკითხი ქაოსში გაეხვა . . . .  ხალხიც დაიბნა  . . . . .

იმედი რა მოსატანია ამ შემთხვევაში . . .

მრავალწერტილსაც დასასრული უნდა ჰქონდეს . . .

ძროხის შარდში თმებდაბანილ ხათუთას ებარებოდეთ ბალღებო.

ხელოვნური საქალწულე აპკი

ტაბლეტები ”Again Virgin”

About these ads

50 comments on “თეთრი აპკი

  1. ოჰო,აბა შენ ეგეთ თამამ პოსტს რომ გვიწერ,იქნებ გაგვიმხილო შენ თვითონ რა ასაკში დაიწყე სექსუალური ცხოვრება და დაკარგე ეგ, აწ უკვე ავადსახსენებელი “საქალწულე აპკი”?:))))

    • ოჰო, როგორ გამითამამდი შენ :)))))

      ინტიმური ცხოვრების შესახებ გსმენია რამე?

  2. აჰა,გასაგებია,არ გსურს საუბარი ამაზე.მე მეგონა, შენი ცხოვრების მაგალითსაც მოგვიყვებოდი…რა გაეწყობა:))))შენ ისე ჭიკჭიკებ,ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები,ალბათ,უკვე კარგა ხანია არ გაწუხებს:))) სითამამე შენი თქვი,ჩემი რა მოსატანია:P

  3. ხო.. პოსტი საინტერესო იყო.. პრობლემა აქტუალური.. და საერთო ქართველმა კაცებმა რამდენიც არ უნდა იძახონ არ აქვს მნიშვნელობაოო ბოლოს მაინც ირკვევა რო ქონია .. ასე რომ რავიცი რავიცი .. საერთოდ ქალიშვილობის ინსტიტუტის თავგამოდებით დამცველები არიან პირველები რო კარგავენ ქალიშვილობას .. უბრალოდ იცხოვროს ყველამ ისე როგორც უნდა და მოგვარდება ეგ პრობლემა.. მაშინ, როცა ერთხელ და სამუდამოდ გადავეჩვებით ქართველები სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას.. მიხედოს ყველამ თავის აპკს .. უF :D

  4. მაააგარი პოსტია; რაც მთავარია, შუალედური:)
    ვგულისხმობ სექსის აპოლოგიის არარსებობასა და პრობლემის ობიექტურად ხედვას…

  5. საუკეთესო სტატიაა ამ თემაზე! დავიღალეთ რა მართლა ბიჭებიც და გოგოებიც!

    და ნმ რახან ადამიანი ამ საკითხზე წერს, თავისი ცხოვრების დეტალებიც უნდა გამოამზეურეოს? ეს არავის საქმე არაა. აი, კიდევ ერთი დიდი პრობლემა …

  6. პოსტი კარგია :) იმ მხრივ რომ “ფსევდო”–ების წინააღმდეგ ვარ, რომ ვფიქრობ, ჩვენ სწავლა არ გვჭირდება, არც ისე უბიწოები ვართ ქართველები, ყევლაფერი კარგად ვიცით, საუკუნეებია თან :დ
    და ა.შ.

    ერთ რაღაცაში არ გეთანხმები: სეხსუალური ცხოვრება პანაცეა (ან პანაცეას მიახლოებული) არაა, იმჰო.
    მე ვცხოვრობ და ვიცხოვრებ ისე, როგორც მე მინდა : )
    ყველა ადამიანს თავისი მორალურ–ეთიკური მსოფლმხედელობა აქვს, აღზრდით. ესაა განსხვავებულ აზრს რომ განაპირობებს.. აღზრდა, აღზრდა… ამაზეც უნდა დაწეროს ვინმემ :დ

    პ.ს. ჰო მართლა, ჩვენში დარჩეს და მდედრ შიმპანზეებს აპკი აქვთ? სერიოზულად მაინტერესებს :)

    • პანაცეა შეიძლება არ არის მაგრამ ერთ-ერთი ფიზიოლოგიური მოთხოვნაა, როგორც ჭამა, დალევა, მოშარდვა და ა.შ. (შედარება უხეშია, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით ასეა), ძალიან დიდი კვლევები არსებობს ამ თემაზე, არ დავწერე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ პოსტში ეს ყველაფერი არ ჩაეტეოდა.

      დამოკიდებულება არასწორია გამომდინარე იქიდან, რომ ხალხი არ არის ინფორმირებული, არ აქვს შესაბამისი განათლება ამ საკითხში.

      ”როგორც მე მინდა ისე ცხოვრება” და სექსის ქონა არ ქონა სხვადასხვა რამეა წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით.

      შიმპანზეებს რაც შეეხება ვერ გეტყვი, ზოოლოგიასთან მწყრალად ვარ :D :D :D სკოლის შემდეგ :D

      • ხო ეგ მესმის, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით კიარა, მე იმას ვამბობ, რომ ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს ცხოვრების წესს. ზოგს უნდა სექსი, ზოგს არ უნდა და არ აქვს. ბერ–მონაზვნები, მაგალითად. და როცა ადამიანს არ უნდა სექსი, ვერ მოსთხოვ და ვერ დაადანაშაულებ რატომ არ გინდა და რატომ არ გაქვსო… :D

  7. მარტო ზოლოგიასთან კი არა,ფიზიოლოგიასთანაც მწყრალად ხარ შენ:))))))

  8. ავარდააა:))))))))))რა იყო,საწყენად კი არ მითქვამს,შენ მარტო არ ხარ ამ დღეში,შენისთანა ბევრია. გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი:)))

  9. დიდი ხანია ვამბობ, ეგ ხელოვნური აპკები უნდა შემოვიტანოტ საქართველოში და კაი ფულს გავაკეთებთთქო :D

  10. NM romeli skesis tsarmomadgenelia ase rom atsukhebs es problema? matyuara skesi tu motyuebulta shoris agmoshenis shishit shepyronil skess ekutvnis dzan davinteresdi:))

  11. უხხ…რას აღელვებულა ხალხიი…(და ეხლა მეც:)) ზოგი შენი პირადი ცხოვრების დეტალების გამოფენას ითხოვს, ზოგიც ამტკიცებს ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას უნდაო (მერე რა, რომ არ მაქვს სექსიო ალბათ) :) სექსის ქონა მართლაც რომ არ არის ცხოვრების წესის არჩევანი. ეს უბრალო (და ამასთან მნიშვნელოვანი) ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, რა არის ამაში ასეთი გაუგებარი/შეუგნებელი??!… “მე ავირჩიე ჩემი ცხოვრების წესად, არ მქონდეს სექსი” – ნეტა ამისთანა რამეს ძალიან პრიმიტიულად თუ გამოვიხატები, საკვების მიღებაზე თუ იტყვის ვინმე??…ვერა. ჭამა ხო აუცილებელია სიცოცხლისთვის?! და რაც მთავარია არ ტეხავს!!…. საერთოდ ძალიან მემარაზმება ამდენი საუბარი ამ თემაზე, რით ვერ ….
    ისე ჯერ ერთხელ რა არის ქალიშვილობის დაკარგვა და ამას რომ მეორედ(და იქნებ მეტჯერაც) იზამ, მაზოხიზმია რა. ურთიერთობა ისწავლეთ, ადამიანებო!!… – ეს ეხება პოსტში ნახსენებ ფსევდო–ებს.
    პოსტი მაამეწონა. :) საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. ავადმყოფებით ყოფილა მსოფლიო გავსებული. არადა რაღაცა უბადრუკი არსებები ვართ, რომლებიც დროებით მოვევლინეთ ამ სამყაროს და რაში ვხარჯავთ ამ ძალიან ცოტა დროს?!

  12. d.d.,გენაცვალე,ქართულად მეტყველებთ?აზრი ვერ გავიგე,თორემ გაგცემდით პასუხს

    • მგონი ყველაფერი ძალიან გასაგებად დავწერე :)

  13. ahe, ლიტერატორ, სადა ხარ :დ :დ

    ნახე რა ვიპოვე, რა ვიპოვე, თან ვბჟირდები, მაგრამ რის მიხედვით ამბობენ არ ვიცი, ანუ წყარო საიდან არის :დ

    რა საჭიროა საქალწულე აპკი? – ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. საქალწულე აპკი ცხოველთა სამყაროში მხოლოდ მაიმუნებისა და ანტილოპების ზოგიერთ ჯიშს აქვს, ამასთანავე, მისი დანიშნულება ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა ბუნება ტყუილად არაფერს აკეთებს.

    მაიმუნებსაც ჰქონიაო, და ანტილოპების ზოგიერთ ჯიშსო (?!) :ლოოოლ:
    ესეც ჩემს კითხვაზე პასუხი

    http://janmrtelobainfo.ge/index.php?cmd=show_info&ct=false&show_id=146&det_show_info=398

    იმდენი ვიცინე, მგონი კიდე მომემატა სიცოცხლის წლები :დ

  14. Chans sakitxis sighrmiseuli grdznoba-o, ityoda sabchita drois kritikosi! :-DDD Gamogitydebit, da vetanxmebi mas! Temac dzalian saintereso da aqtualuria! Tamu, yochag! Gtxov, wawlobis tema gamoikvlio da dawero! Madloba winaswar! :-***

  15. კარგი სტატია იყო, ძალიან მომეწონა, ბედი ჩემი რომ ტვ-ს არ ვუყურებ, ვხდები და მიხარია რომ ნერვებს ვზოგავ :)

    ლიტერატორ, შეიძლება ეს სტატია ჩემს ბლოგზეც რომ დავდო (ცხადია საავტორო უფლებების დაცვით)?!

  16. Pingback: 2010 in review « Litterator's Blog

  17. Pingback: the Blogger of the Year (წლის ბლოგერი) « Nomad's Blog

  18. ზემოთ აღწერილი არც ერთი სიმპტომი არ მაწუხებს :჻პ იეს :)(თვალი არ მეცეს :):)

  19. ყველაფერი მარტივია, ოქროს კანონები არ არსებობს. . . ჟანგიანი კანონები მითუმეტეს. . .

  20. ძალიან კარგი სტატიაა,მართლა უვიცობაა, რომ ამტკიცებენ, რომ მარტო საქართველოშიაო ამგვარი პრობლემა, ამასწინათ სტატისტიკას ვკლჯიტხულობდი, და ევროპაში იტალია და ინგლისი ლიდერობს აპკის აღდგენით ოპერაციებშიო.
    ნებისმიერ შემთხვევაში მარაზმად მიმაჩნია ეს ოპერაციები და ვთვლი, რომ სულ უნდა აიკრძალოს.

    • არიან ადამიანები რომელთაც გონიათ რომ ყველა პრობლემა მარტო საქართველოშია – მე უბრალოდ არ მესმის მათი და მგონია რომ ძალიან ინდიფერენტულები არიან რიგი საკიტხების მიმართ.

      გეთანხმები, მე არ ვარ მსგავსი ოპერაციების მომხრე :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s