მოდი გამაძეგლე გიჟო!!

ადრე იყო და მგონი ახლაც არის საფლავისთვის ადგილის მონიშვნა, ერთი მოკვდება და მის გვერდზე დანარჩენი ოჯახის წევრების ადგილის მონიშვნა მიღებული ფორმაა, იხდი შესაბამის თანხას და სამოთხეში თუ არა მიწაში ადგილი გარანტირებული გაქვს.

პარალელურად ახალი ტენდენცია იღებს ფორმას, აქ ფორმა დამოკიდებულია ზომაზე, წონაზე და დამსახურებაზე.

მართალია ადგილს წინასწარ ვერ მონიშნავთ (ჯერ) მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ, ვინმე ღვთისნიერი ააგორებს კამპანიას თქვენი გაძეგლების მიზნით და რა იცი რა ხდება?!

ძეგლდენცია ჯერ კიდევ XIX-ის მეორე ნახევრიდან იწყება საქართველოში, ამ ხნის მანძილზე მრავალი კულტი თუ კერპი გვყავდა, რაც მოგვიანებით პირდაპირ ძეგლის აღმართვასიწვევდა. (რა კარგები არიან ინგლისელები, შესაფერისი სიტყვა აქვთ – to erect (a building, a monument etc)).

პოლიტიკური მოღვაწეები, პოეტები, მწერლები და ა.შ. ძეგლები, ძეგლები, ძეგლები ჩქარა!! რეჟიმი იცვლება, ძეგლებიც იცვლებიან, ავტომატური მაინც იყოს ეს ოხერი, ჩავიდეს ძველი, ამოვიდეს ახალი და ა.შ. ხან ადგილი არ მოსწონთ, ხან ფონს არ უხდება, ამის დრო აღარ არის, ეს უნდა მოვხსნათ, ტვინიდან უნდა ამოვირეცხოთ და ა.შ   ტვინიდან მგონი ზოგადად ძეგლომანია უნდა ამოირეცხოთ, მიუხედავად სხვადასხვა ქვეყანაში რეჟიმის ცვლილებისა, ძეგლებისთვის და მონუმენტებისთვის ხელი არავის უხლია, მაგალითად  გერმანიაში. ისინი დარჩა, როგორც კულტურის ნიმუში და ისტორიის ნაწილი, რომლითაც აქტიურად ინტერესდებიან ტურისტები.

ძეგლი დგას იქამდე, სანამ ასეთი გვერდი არ გაჩნდება – მოაშორეთ !

ეჭვი მაქვს, ირაკლი ჩარკვიანი გაიცინებდა, ფეისბუქზე   ეს გვერდი რომ ენახა; თან გაიცინებდა, ერთს გააბოლებდა და მაგარს დასცინებდა იდეის გენერატორებს :D :D

რა შეუკიკინეს ამ კაცს, ათასნაირად შეიძლება ადამიანის მიმართ პატივისცემა გამოხატო და რატომ მაინც ძეგლი?!

ეჰ, მესმის თქვენი ძვირფასო საზოგადოებავ! ძეგლივით მძიმეა პეროც, ღმერთმა მსუბუქად გატარებინოთ იგი . . .  :) :)

დავითს რედისონი არ უყვარდაო, ნახსენებია ერთ ისტორიული წყაროში, ჰოდა, არიქა დავითს არ ეწყინოსო და მოჰკიდეს აქეთ-იქედან ძეგლს ხელი, ენდნენ რუჩკებს და წააცუხცუხეს ქალაქის გასასვლელში თუ შემოსასვლელში (ნუ გააჩნია მიდიხართ თუ მოდიხართ) და დააბრძანეს იქ, ხალხს ან დახვდება ან გააცილებსო.

თავისუფლების მოედანზე, მანქანით მიმავალი თუ ბოლომდე თვალს ააწვდენთ, 40 მეტრიან თავისუფლების მონუმენტს, დიდი შანსი გაქვთ წრიულიდან პირდაპირ ცათა სასუფეველში მოხვდეთ.

ჰო მართლა, ჭონქაძის ქუჩაზეც ფრთხილად იყავით, საშიშია, ძალიან მალე შეიძლება თქვენსკენ გამოქანებული ძეგლი  (სახელად – უცნობი მოექანება) ან ნებისმიერი სხვა რამე დაინახოთ რისი გამოქანებაც თქვენსკენ შეიძლება.

ამას წინათ ვიღაცას დავეჯახე, ოჰ, შევწუხდი, მოვიხედე, მოვუბოდიშე, თურმე ძეგლი ყოფილა :(

სუნთქვა მიჭირს, რამდენი ძეგლია :(

ჩარკვიანის ძეგლისთვის ანგარიშის გახსნა კი არა გურამ დოჩანაშვილს შეუგროვეთ ფული და დაეხმარეთ! კაცი ცოცხალი ძეგლია უკვე ლამის!

პრეზიდენტის ტრამპაცუმპა დაბადების დღეების მილოცვით ნუ მოტყუვდებით, სინამდვილე ძეგლივით გვხვდება თავში.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ორი ძეგლის დადგმას ვისურვებდი, ერთი იყოს ”არამკითხე მოამბე მიტყიპე და მიაგდე”-ს კონცეფციით  და მეორე ”ატრაკებს და უხარია” კონცეფციით, დამერწმუნეთ ორივე ტიპის ძეგლი ძალიან აქტუალური და კოლორიტული იქნება ქალაქის ფალოსიერისთვის. ფრიად მომრავლდნენ მოხარული, მისატყეპ, მისაგდები გამტრაკებლები.

პ.ს. და ამ პოსტის წერის დროს მომივიდა კიდევ ერთი იდეა: ყველაფერს რომ თავი გავანებოთ მეგობრებო, ტრაკში პეროიანი ერთი ძეგლი მაინც როგორ არ უნდა გვქონდეს ქალაქში, ჰა? რამდენი პეროიანი დადის, ხომ უნდა მივაგოთ მათ ღირსეული პატივი სიცოცხლეშივე.

პოპულარობას მალე მოიპოვებს და შემდეგ დამზადდება პეროიანი ტრაკუცუნა ბრელოკები, ბროშები, სარჭები და აქ უკვე ფინანსური მოგებაც აქიცინებს თავის ტრაკს.

თუ კარგად მოიქცევა პეროს გავურჭობთ

დღლუმპ

გურამ დოჩანაშვილი – მას დახმარება სჭირდება და არა ძეგლი

Vinyan

არც თენდება,

არც ღამდება,

გონებაში, დიდი ქაოსია,

ჩარჩოდან ამოვარდა ყველაფერი,

წეღან მომეჩვენა, მზისა და მთვარისა მირბოდნენ სადღაც თავქუდმოგლეჯილები

შეშინებულები და სასოწარკვეთილები იყვნენ

თან ფეხშიშველები,

იმედგაცრუებული კაბები ეცვათ,

დაკაწრული ფეხებიდან სისხლი სდიოდათ.

ახლა ვფიქრობ, უკან იხედებოდნენ თუ არა

უფრო არა, ალბათ

რატომ უნდა მოიხედო უკან, როდესაც გარბიხარ

იხედები? ესე იგი დაბრუნება გინდა!

დაბრუნდე და რისთვის?!

მათ არ უნდოდათ! მირბოდნენ და სასოებს ჰყრიდნენ აქეთ-იქეთ.

იმედი სადღაც მაყვლის ბარდში გადაფარჩხულიყო,

სასიკვდილოდ იყო დაჭრილი,

ბარდის ეკლიანი ტოტი ჰქონდა შიგ გულში!

ორივეს ეგონა იმედი ბოლოს კვდებოდა

ეგონა, მეგონა არ ვიცი მე!

იმედი კვდებოდა!

ისინი გარბოდნენ და შანსი კიდევ ჰქონდათ!

სად? რა ვიცი სად! ან რა მნიშვნელობა აქვს?

მთავარია გადარჩებიან

და სადღაც ერთიც გაანათებს და მეორეც . . .

და თუ არც გაანათებენ კიდევ რა!

თეთრი აპკი

- ხათუთი, ამაღამ ვიწაწლოთ.

ხათუთა სდუმს. მერმე ცას ეჩურჩულება:

- კი, მებრალები, ვაჟიკავ, მაგრამ რაკი აგრე გინ…

- მინდიხარ, ხათუთი, მინდიხარ!

Hymen – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საქალწულე აპკს.

პოსტ ფაქტუმ მიყვარს წერა, აქ ”პროფილ”ს არ განვიხილავ, აპკთან დაკავშირებული პრობლემა პროფილამდეც იდგა, პროფილშიც და მის შემდეგ კიდევ უფრო.

მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, გადაცემაში ერთ-ერთმა ექიმმა დიდად გაკვირვებული სახით თქვა, რომ აკეთებს აპკის აღდგენის ოპერაციას (ჰიმენოპლასტიკა) და როდესაც ამის შესახებ თავის უცხოელ კოლეგებს უყვება, მათ თურმე უკვირთ და გაოგნებული რჩებიან.

ცხადია, მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა, რომ მსგავსი ოპერაცია მხოლოდ საქართველოში კეთდება და უცხოელ სპეციალისტებს წარმოდგენა არ აქვთ ამ საკითხზე.

მაყურებელთა გაბითურების და სხვა სპეციალისტების დაკნინების ფაქტს ასე ვერ გავატარებდი.

პირველ რიგში ამ ოპერაციების სიმრავლით აზია-აფრიკის ქვეყნები გამოირჩევიან; ასეთი ქვეყნების სია მოიცავს ჩინეთს, იაპონიას, საფრანგეთს, აშშ-ს, ამ უკანასკნელში სპეციალური კლინიკებია, სადაც ჰიმენოპლასტიკა კეთდება.

ფალსიფიკაციებით განთქმული ჩინეთი არც ქალიშვილობას ჩამორჩენილა. პეკინის ერთ-ერთი ჰოსპიტალის გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი ჟუ აცხადებს, რომ მისი პაციენტები დაახლოებით 20 წლის ზემოთ გოგონები არიან, რომლებიც გათხოვებას აპირებენ და სურთ ქალიშვილებად ჩაბარდნენ მომავალ მეუღლეს, რადგან ჩინელი მამაკაცები საკითხის მიმართ ჯერ კიდევ კონსერვატიული და შოვინისტური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. აღნიშნული პროცედურა 20-30 წუთი გრძელდება და მისი ღირებულება 737 დოლარს შეადგენს.

იაპონიამ, ამ საკითხში თავისი ტექნოლოგიურ-კრეატიული ხელები აიკაპიწა და გამოიგონა ”მოწყობილობა”, რომელიც ქალს აძლევს საშუალებას თავი ქალწულად წარმოაჩინოს. ეს არის ხელოვნური აპკი, რომელსაც ჩაიდგამთ სექსუალურ აქტამდე 15-20 წუთით ადრე, და აქტის დროს უშვებს სისხლის მსგავს სითხეს. მწარმოებლები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ სექსუალურ აქტს კვნესა-გმინვა არ დააკლონ, რათა ქალიშვილობის დაკარგვა უფრო ბუნებრივი გამოჩნდეს. ეს ”მოწყობილობა” შეგიძლიათ საიტზე შეიძინოთ, ხოლო ჩინეთში უკვე სექს-შოპებშიც იყიდება, ცხადია ჩინური წარმოების.  ”კაცი იღებს იმას, რაც სურს, ოღონდ ფალსიფიცირებული სახით” – ამბობს ექიმი ჟუ.

იაპონურმა გამოგონებამ ფურორი მოახდინა არაბულ ქვეყნებში. ეგვიპტელი პოლიტიკოსები გამოვიდნენ ხელოვნური აპკის აკრძალვის მოთხოვნით, რადგან აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კოსმეტიკური ცენტრი არაბულ ქვეყნებში ითავსებს ჰიმენოპლასტიკას ძალიან მაღალ ფასებში, შესაბამისად დაბალ ფასიანმა – 30 დოლარის ღირებულების ხელოვნურმა აპკმა, მათ ბიზნეს ზარალი მიაყენა და რაღა გასაკვირია, რომ აკრძალვა და რეალიზატორების სიკვდილით დასჯაც მოითხოვეს.

რას გადაყვნენ ამ ერთ აპკს, გაუგებარია, როდესაც მისი დაზიანება შემთხვევით სპორტულ დარბაზში ან ტამპონითაც კი შესაძლებელია.

ამ ძებნა-ძებნაში, ჯადოსნური ტაბლეტებიც ვიპოვე სახელწოდებით ”კვლავ ქალიშვილი”, განმარტებაში წერია, რომ შეგიძლიათ გქონდეთ სექსი, როცა გნებავთ, ხოლო ტაბლეტების მიღების შემდეგ აპკი კვლავ აღდგება. (რას არ გამოიგონებენ ეს ოხრები).

და საერთოდ აპკი შევინარჩუნოთ თუ არა, უკვე არასწორად დასმული კითხვაა.

შეკითხვა უნდა დაისვას ასე: გვქონდეს სექსი თუ არა? ან გვინდა სექსი თუ არა? ან გვჭირდება სექსი თუ არა?

ყურადღება! ყურადღება!

სიმპტომები, რომლებიც გადაუდებელ სექსუალურ ჩარევას საჭიროებენ:

- ნევროზი

- აღელვება, მიგრენი (ძლიერი თავის ტკივილი)

- მუდმივი სტრესი

- მადის დაკარგვა (ან პირიქით)

- უძილობა  (პირიქით შანსი არ არის)

- კონკრეტული ადამიანების მიმართ აგრესია/წინააღმდეგობა

- ხშირი სექსუალური ფანტაზიები, განსაკუთრებით ღამით (აბა გამოტყდით)

- მომატებული დაღლილობა

- პრემენსტრუალური სინდრომის გამწვავება

- აპათია

- თმის ცვენა (სტრესის და ნერვოზის შედეგად)

გარდა ფსიქიური მოვლენებისა, თავს იჩენს ისეთი ფიზიკური შედეგები, როგორიცაა საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, საშვილოსნოში სისხლდენა და სხვა მსგავსი დარღვევები. ამასთან, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სექსისგან თავის შეკავება შეიძლება პირდაპირი მიზეზი არ იყოს ამ დაავადებებისა, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად ხელს უწყობს და აჩქარებს მათ განვითარებას.

 

გაითვალისწინეთ! – რაც უფრო მატულობს ასაკი, ზეაღნიშნული სიმპტომები უფრო მძაფრდებიან და სიტუაცია სავალალო ფაზაში გადადის.

თქვენის ნებართვით ლიტერატურასაც მოვიშველიებ:

”გარეგნულად ისე სჩანს, თითქოს ავღანეთში სექსი არ არის. ქალები სხეულებს ბურკის ქვეშ მალავენ, დიდ და ფართო ტანისამოსს ატარებენ. სახლშიც კი ვერ იხილავთ გულამოღებული მაისურით. იმისდა მიუხედავად, რომ მრუშობა ავღანეთში იკრძალება და ის, ვინც შესცოდავს, სიკვდილით ისჯება, საყვარლები ქალებსაც ჰყავთ და მამაკაცებსაც. სექსის თემას ძველ ავღანურ მითებსა და თქმულებებში დიდი ადგილი უჭირავს”

”-ქორწილის მერე სულ შეიცვალა, როგორც იქნა დაქალდა, – ხარხარებს სულთანი, შვილი ხომ არ ეყოლა, ალბათ თვიური ქორწილამდე ბევრად ადრე ჰქონდა დაკარგული. ეს კი რას ნიშნავს? არანაირი შესვენება იმ ამბავში. ყოველ ღამე გზა ხსნილია.”

”-დეიდაშენი გახსოვს? გასაღების ჭუჭრუტანიდან რომ უთვალთვალებდი . . . როგორ მოიკუზა თანდათან! მის ქმარს უკნიდან ჰყვარებია . . . -ხარხარებს სულთანი.”

და ა.შ. შეგიძლიათ წაიკითხოთ ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” -ოსნე საიენშტადი. (წიგნის ავტორი სულთნის სახლში ცხოვრობდა და რეალურად აკვირდებოდა მოვლენებს.)

აი ჩადრიო, აი ბურქაო, აი გრძელი კაბაო, თქვენ სად იყავით მაშინ, ესენი ათას ერთი ღამე, რომ ერთობოდნენ და სამი, ოთხი და ხუთი ცოლი, რომ ჰყავდათ.

”ჯერ საწოლში საცვლებით ვწვებოდი. წაწლობამ გამახდევინა, რადგან ხათუთა შიშველად წაწლობდა. მერმე ხათუთამ და ჯურხამ მასხარადაც ამიგდეს. მეც დავრწმუნდი, რომ ხევსურეთში სიტყვა „საცვალიც” არ სცოდნიათ.”

”რადგან ადამიანი „მავკალ”, ამიტომ ხევსურების თვალშიც მხოლოდ იმ დღეს გავხდი ადამიანი. ჯურხამ ნეკნები ჩაიზნიქა, იამზემ და მზექალამ ახალი რაინდი გადაჰკოცნეს, ხოლო ხათუთამ იმ ღამეს ისე იწაწლა, რომ მეორე დღეს ფეხები მედრიკებოდა.”

”ტანისამოსი თითქმის შემოვახიე და ხევსური ვენერა გავაშიშვლე. მაინც ვიადათე და იმ საამურ ჯოჯოხეთს დილამდე გავუძელი. რიჟრაჟზე კი….

რიჟრაჟზე ხათუთა ქალწულად წამოდგა. მაგრამ ძლივს წამოდგა. ორივემ ერთმანერთი დავთენთეთ, მხოლოდ გზის სათავე განვვლეთ და უსრული სიტკბოების ჯვარზე ავწიეთ.”  - ”თეთრი საყელო” – მ. ჯავახიშვილი (1925წ).

ესეც ტრადიციაა . . . ვასწავლით სხვებსაც , ევროპაში, ამერიკაში ხევსურეთი, რომ შევიდეს არ უნდათ?

ან ის ყივჩაღები, მარტვილში და ზუგდიდში, რომ გადაანაწილეს, გაეშვათ მთაში, ხომ აღარ იბლუყუნებდნენ გენდერული ბალანსის დარღვევაზე და ”პატრონი” სისტემაზე . .  .

ხალხი ფეხს კარგავს, ხელს, შვილს, ქმარს, რას ჩამოეკიდეთ ამ აპკს . . .

სიტყვა ფსევდო დაგვღუპავს ჩვენ. ფსევდოქალიშვილი, ფსევდოვაჟიშვილი, ფსევდოთანამედროვე ქალი ან კაცი, რომელიც ”ვითომ” პროგრესულად შესცქერის, ვითომ ახლა შემოჭრილ პროგრესს. არადა საქმე სულ სხვანაირად არის, ამბობს ”ჩემთვის სულერთია ქალიშვილი იქნება თუ არა” – მაგრამ თქმა ერთია და გაკეთება მეორე.  ”ან იტყვის თუ არის ქალიშვილი კაი, თუ არა და ჯანდაბას” – ესეც გაუგებარია.

არც ის მიმაჩნია შვებად და იდეად, როდესაც ”ფსევდოუკომპლექსო” ცუგრუმელები, ასევე ”ფსევდოუკომპლექსო” პოსტების, სტატიების და მოთხრობების წერით ერთობიან და ყოველ მეორე სიტყვად სექსის და ყოველ მეათე სიტყვად მასტურბაციის გამოყენებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებულ პრობლემებს ”ეხმაურებიან”. ეჭვი მაქვს, ამ ადამიანებს, როგორც მინიმუმ იმის კომპლექსი აქვთ, რომ არ ჰქონდეთ კომპლექსი.

ეს ამბავიც მაღელვებს, და საერთოდ ყველაფერი ფსევდო ძალიან საშიშია.

მეჩვენება, რომ საკითხი ქაოსში გაეხვა . . . .  ხალხიც დაიბნა  . . . . .

იმედი რა მოსატანია ამ შემთხვევაში . . .

მრავალწერტილსაც დასასრული უნდა ჰქონდეს . . .

ძროხის შარდში თმებდაბანილ ხათუთას ებარებოდეთ ბალღებო.

ხელოვნური საქალწულე აპკი

ტაბლეტები ”Again Virgin”

Do you speak English?

მე უკვე არ ვიცი როდის უნდა დაიწყონ ინგლისური ენის  ან ნებისმიერი სხვა ენის სწავლა, ან  საერთოდ დაიწყონ თუ არა.

დაიმახსოვრეთ, რომ თავიდან თუ არ გაქვთ სერიოზული საფუძველი და ამ საფუძველთან ერთად მიდრეკილება უცხო ენების შესწავლისკენ, მოდით რა, ნუ ჩააბარებთ ფილოლოგიურზე, ბაკალავრის თუ მაგისტრის საფეხურზე და მერე  ნუ დაიჩემებთ, რომ ინგლისური იცით.

ნუ გამომიგზავნით CV-ს, ნუ მოხვალთ გასაუბრებაზე და ნუ დამიწერთ სისულელეებს.

ენის სწავლას სჭირდება ნიჭი! თითქმის იგივე ნიჭი რაც მათემატიკას ან მუსიკას.

არც ის იფიქროთ, რომ წახვალთ საზღვარგარეთ და ეს გამოგისწორებთ  ცოდნას. ცდებით! რა შეცდომებიც გაქვთ აქ, იგივე შეცდომებით დაბრუნდებით უკან. ცოდნაში არსებული ცარიელი ადგილები ასე არ ივსება (უამრავი მაგალითი  შემიძლია  მოვიყვანო).

beer is an old drink, which was originates from Old Babiloo and Egypt . The historican sources have kept writtem documents and things and we suppose rhat beer was known 5000 years ago. The first notification of using beer comes from Mesopotamy, on the fertile shores of Tigros and Evfrat. there grew cereals  ,  drunk was boiled, which was the main food together with the food.

ლუდი უძველესი სასმელია, რომელსაც დასაბამი ძველი ბაბილონიდან და ეგვიპტიდან მოსდგამს. ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა წერილობითი საბუთები და ნივთმტკიცებები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლუდი უკვე 5000 წლის წინ იყო ცნობილი. ლუდის გამოყენების პირველი ცნობები მესოპოტამიიდან მოდის, ტიგროსისა და ევფრატის ნოყიერ ნაპირებზე, სადაც მარცვლეული მოყავდათ, იხარშებოდა სასმელი, რომელიც პურთან ერთად ძირითად საკვებს წარმოადგენდა.

ეს ტექსტი ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა მაგისტრატურის ფრიადოსანმა სტუდენტმა.

——————————-

Researchers have been able to translate brain signals into speech using sensors attached to the surface of the brain for the first time.

The breakthrough, which is up to 90 per cent accurate, offers a way to communicate for paralyzed patients who cannot speak and could eventually lead to being able to read anyone thoughts.

თავდაპირველად მკვლევარებმა შეძლეს გადაეთარგმნათ ტვინის სიგნალები ტვინის ზედაპრზე მიბმული სენსორების გამოყენებით.

ცდომილება, რომელიც არის 90 პროცენტი სიზუსტის, გვთავაზობს გზას იმისათვის რომ ვიურთიერთოთ პარალიზებულ პაციენტებთან ვისაც არ შეუძლია ლაპარაკი და საბოლოო ჯამში შესაძლებელს ხდის წავიკითხოთ ნებისმიერის ფიქრები”.

ეს ტექსტიც თარგმნა ფილოლოგმა (ინგლისური ენა), რომელმაც ცოდნის ამაღლების კურსები გაიარა ოქსფორდის REGENT SCHOOL-ში.

როგორ მოვიწვიო გასაუბრებაზე ადამიანი, რომელსაც CV-ში უწერია: I can translate between English and Georgian.

არ ვიცი, იქნებ მე ვარ ძალიან მომთხოვნი და პრეტენზიული.

ასეთი ინგლისური მე არ ვიცი და შეიძლება კვალიფიკაცია არ მყოფნის, რომ ჩავწვდე ამ თარგმანების სინატიფეს.

მე თავიდან იურიდიულზე მინდოდა ჩაბარება და როგორც აბიტურიენტმა ინგლისურში დავიწყე მომზადება, გამიმართლა ძალიან, დიდებული მასწავლებლების ხელში აღმოვჩნდი: ლარა მაჩაბელი, ალექსანდრე მაჩაბელი, ისე შემაყვარეს ენა და ისე მასწავლეს, რომ იურიდიულზე ჩაბარება გადავიფიქრე და ფილოლოგიურზე მოვხვდი ინგლისური ენა & ლიტერატურის განხრით.

თვალწინ ორი რამ მიდგას ნათლად: ერთი როდესაც ქალბატონ ლარას ვუხსენებდი იურიდიულს, გამომეტყველება ეცვლებოდა და შეწუხებული ბუზღუნებდა პროტესტის ნიშნად და მეორე როდესაც მისაღებ გამოცდებზე, გამომცდელმა მითხრა: ”შენ ამ ცოდნით აქ გაწვალდებიო”.

ლინგვისტუსს ჰქონდა დღეს სტატუსად: Muphry’s law: “Any correction of the speech or writing of others will contain at least one grammatical, spelling, or typographical error”.

შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის, მითუმეტეს საუბრისას. საინტერესო არის ის, თუ რამდენად ღირს ამ შეცდომის გასწორება ანუ რა შედეგებს მივიღებთ ამ ქმედებით; რაც ზემოთ შეცდომებია  გასწორებას არ ექვემდებარება, გამოსავალი მხოლოდ სწავლაშია. მაგრამ არ ვიცი,   ეს ადამიანი უკვე მაგისტრატურაზე სწავლობს და ღირს უკან დაბრუნება და  სწავლის თავიდან დაწყება?

და რაც ყველაზე მთავარია, საერთოდ არ არის აუცილებელი ენის შესასწავლად ფილოლოგიურზე ჩაბარება. მთავარია ნიჭი და მონდომება, რაც უნივერსიტეტის კართან არ რიგდება, დამერწმუნეთ.

ჩემს პირწიგნაკელებს!

ზღაპარს რა ერქვა არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ გეტყვით, იყო ერთი მეფე, რომელიც კვდებოდა და შვილს უთხრა, შვილო ისე მოიქეცი, რომ შენს ქვეყანაშიც და უცხო ქვეყნებში ყველგან მიგესვლებოდესო. შვილიც დაჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა. იმოგზაურა შვილმა და დროის შემდეგ კვლავ მამას ეახლა.

- ”აბა, შვილო რა ჰქენი, გაჭირვების ჟამს თავშესაფარი თუ გექნება, როგორ შეასრულე დანაპირები” – ჰკითხა მამამ.

- ”მამა, მე ყველგან ვიყავი და სახლები, მამულები ვიყიდეო” – შვილმაც ახარა.

- ეჰ, შვილო . .. მე სახლების ყიდვა არ მითქვამს, მეგობრები უნდა შეგეძინა ყველგან, ხალხი გაგეცნო, სადმე რომ წახვალ, დაგვხდეს, რომ დაგჭირდეს გვერდში დაგიდგეს, უცხო ქვეყანაში მისი იმედი გქონდეს . . . .

ჰეჰ, მეფე, მეფე სად არ იყო მაშინ პირწიგნაკი :) ხომ არ დასჭირდებოდა შენს შვილს აქეთ-იქეთ სიარული და სახლების ყიდვა :)

მგონი მე გამიმართლა, ისევე როგორც ყველას პირწიგნაკში, სადაც არ უნდა მივიდეთ ყველგან მეგობარი გველოდება :) საქართველოს სხვადასხვა ქალაქები, და არა მხოლოდ, თურქეთი, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ, იაპონია, ჩინეთი და ა.შ.

ამას წინათ მამაჩემმა მკითხა შენც ხარ Fეისბუქშიო?

ჰმ, რა უხერხული კითხვაა :)

კი მამა ვარ და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, არ ინერვიულო :)

და ზუსტად ვიცი ყველგან მიმესვლება :)

მიყვარხართ პირწიგნაკელებო!

Queen of People’s Hearts

1997 წლის 31 აგვისტო, თარიღი, რომელიც კარგად მახსოვს ყოველთვის და გადამოწმებას არ მოითხოვს.

13 წელი გავიდა, მაგრამ კარგად მახსოვს ეს დღე, ჩამძინებოდა, რადიო ჩართული იყო, რაღაც ძილბურანში მესმოდა წამყვანის ხმა: ”დღეს, პარიზში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა უელსის პრინცესა ლედი დიანა სპენსერი”. ვერ გავერკვიე რა ხდებოდა, წამყვანი უკვე დეტალებს ყვებოდა . . . სამძიმარი გამოუცხადეს . . . . უთვალავი ადამიანი შეიკრიბა . . . ყვავილებში ეფლობა ლონდონი . . .

ვიტირე, ჰო დიდხანს ვტიროდი .  . .

ავდექი გადმოვიღე ჩემი ალბომები,  შეგროვილი ჟურნალები, მისი სურათებით აჭრელებული ჩემი წიგნები, რვეულები, ვათვალიერებდი და ვტიროდი . . .

ბევრი აკრიტიკებდა . . . რატომ წამოვიდა სამეფო ოჯახიდან  . . . რატომ დატოვა პრინცი ჩარლზი . . . ასე სურდა მას და იმიტომ.

ძლიერი ქალი იყო და გადადგა ეს ნაბიჯი . . .

ძლიერი ქალი იყო და თქვა რომ უყვარდა ის ვინც არ უნდა შეყვარებოდა

წამოაყვედრეს მუსულმანი ვაჭრუკანას შვილი . . .

სიყვარული თანამდებობებს, სოციალურ სტატუსებს არ ცნობს . . .

თუ ცნობს ეგ სიყვარული არ არის . . .

ჩემთვის დღემდე იდეალური ქალია . . .

სიკეთით, სითბოთი და სიყვარულით სავსე გულით  . . .

ხალხის გულების დედოფალი  . . .

ლედი დი შვილებთან: პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი 

ჯონ ტრავოლტა და პრინცესა დიანა

ბოლო კადრი :(

სიყვარული

ინტერვიუ   ქორწილამდე

ჯონ ტრავოლტას ინტერვიუ

14 წერილი ქუცნას – ზარმაცებს

შენ ბეჯითი ხარ, მე ზარმაცი. ბოლო წერილებში, განუწყვეტლად იმეორებდი, წადი სადმე დაისვენე, რამდენს შრომობო. არც ეგრეა საქმე ქუუც. ვხედავ, რომ სიზარმაცე მჯაბნის და ხან რას ვაბრალებ ამას და ხან რას. ბევრ საქმეს ვჭირდები, ბევრი მე მჭირდება. უამრავი გასაკეთებელი დამიგროვდა თუ დავაგროვე. ვერ ვიცლი იმისთვის რასაც ან ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდები. დრო კი გადის. მშურს იმ ადამიანების ვინც მუხლჩაუხრელად შრომობენ, მოძრაობენ, მიდიან, მოდიან, შეიძლება ღირებულს არც არაფერს ქმნიან, მაგრამ ხომ მოძრაობენ, რაღაც მაინც ხომ აკეთებენ.

და არ იკითხავ სად მიდის ჩემი შრომა? მხოლოდ და მხოლოდ უნიტაზში, სხვადასხვა უნიტაზში, სხვადასხვა ადგილას. ხანდახან დეპრესიაში ვვარდები, ხანდახან ცუდ ხასიათზე ვარ, ვჩხუბობ, სხვას ვაბრალებ, სხვებს ვეჩხუბები, ხშირად უმიზეზოდ . . . ვერ გადამიტანია, რომ ასე სწრაფად მიდის დრო და მე ვერაფერს ვასწრებ.

ვწუწუნებ ახლა მე.

სიზარმაცეს წუწუნი არ შველის . ..

ეს უფრო მადარდიანებს.

შენც ვერ მოგიკითხე.

უკვე ვფიქრობ, ხომ არ სჯობს შენთან წამოვიდე, გესაუბრო . . .

იქნებ ნელ-ნელა მოვემზადო ამისთვის, არ ვიცი . . .

თან აქაურობაც მენანება, მომენატრებიან . . .

ის კიდევ გამებუტა, არ მელაპარაკება :( :( :(

დროებით ქუც . . .

 

Egyptian Nights – I was lucky

“Safety”, “feeling like a fish in the water”, “feeling as if you’re in a dream” etc. have you ever really thought about these words and phrases actually? I haven’t, until I went underwater covering 11 meters depth, staying there for 18 minutes.

So, I got my scuba, actually I was helped to put it on, stood up hardly (it was terribly heavy), they threw me in the water and I went for diving in the Red Sea together with my diving instructor. Though I am not kind of a coward person, I had some strange feelings as it was for the first time and didn’t know what there waited for me.

As I mentioned above,  scuba was very heavy and I also had stone belt on my waist. We went down slowly, water met us with air-like clearness, full of corals and colour fishes, blue, red, purple, black, grey etc all the colours of the nature were now underwater, my eyes were wide open, I was tremendously astonished, moving my head slightly left and right, as, with scuba no sharp movements are possible.My diver was holding my hand and carrying me slowly, showing various wonders of the Red Sea around us.

From time to time he tightened my hand and asked me via hand signals whether I was ok or not and I was responding him with the same way – circling with thumb and index finger, while keeping rest of the fingers straight, meaning “I’m OK”. After awhile, he asked me “let’s go down” with his thumb down, I repeated it too, as I felt well and I was able to go deeper in the sea. More depth equals to more wonders in the Sea.

Time passes and suddenly, my diver pushes on my shoulder hardly, I looked up and kind of a shark’s tail passed away, for just a second I was scared a little bit, but soon everything was OK, five dolphins were swimming around us peacefully and joyfully, yeap, joyfully, I felt that, they were swimming up and down, we were in the middle of the dolphin circle, Gosh! it was the most amazing and extraordinary moment in my life. No, I cannot express in words what I felt then, yes! Definitely! It was the moment called “just like in a dream”, “fairy tale” or some other fairy stuff, which is not just stuff for me any more. (Later when I got back to the yacht, I was told by divers that I was very lucky,  as they were chasing for filming dolphins for a month there);

I enjoyed diving very much, Red Sea embraced me warmly, showing her hospitality to a newcomer, I was co-dived by exceptionally wonderful diver, holding my hand as gently as Al Pacino held her partner’s hand while dancing Tango.

And notwithstanding of our terrifically heavy scubas, he led me to Tango pas so gently as if he was carrying a feather in the air, and my dear people, once and for all, I was shocked and amazed of all these.

Being so weak and feeling so safe at the same time – I could never imagine a moment like this.

I miss it; I am so bored of playing rough games.

I have just jumped :)

Signal – “I’m OK” :)

dancing :)

Flirting Turtles  :)

ეგვიპტური ღამეები – Where are you from?

ეს არის დღის, თვის, წლის და საუკუნის აქტუალური კითხვა მთელს ეგვიპტეში. დაახლოებით ისეთი, როგორც ჩვენთან: ”რა უბნელი ხარ ძამიკო/დაიკო?”.

ყოველ გავლა-გამოვლაზე – Where are you from? ცნობისათვის ჩემო ეგვიპტელო ძმებო მე არც არაბი ვარ და არც პოლონელი (ასე ეშლებათ ხშირად), მე ბედკრული საქართველოს შვილი ვარ.

იმის მიხედვით თუ რას უპასუხებთ, შეკითხვის ავტორი, ძირითადად მომსახურე პერსონალიდან შესაბამის ენაზე გაგესაუბრებათ, ქართული არ იციან, სამაგიეროდ თითოეული მათგანი ნორმალურად საუბრობს არაბულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებზე (მიშას არ გააგებინოთ ეს).

დღეს ერთი ფოტოგრაფი დაყიალობდა სანაპიროზე, მოგვიახლოვდა, ზემოხსენებული კითხვით დაიწყო საუბარი, I’m from Georgia, ვპასუხობ, სახეს იჭმუხნის, არ იცის, მცირე ჭმუხნი-პაუზის შემდეგ, მეცნობა და მეუბნება, რომ თურქეთიდან არის აქ სამუშაოდ ჩამოსული (ახლა მე ვიჭმუხნები თურქეთიდან არის და საქართველო არ იცის), ამის შემდეგ მცირე გაკვეთილს ვიბარებ თურქეთის ისტორიის შესახებ, რაღაცეებს ბლუყუნით მიყვება სტამბოლის და აია სოფიას შესახებ, ტალიფ (გულში ვფიქრობ) არ იცი გაკვეთილი, დაჯექი ორიანი!

აქ ერთი რჩევა სანაპიროზეც და ასევე აუზთან თვალები დახუჭეთ ვითომ გძინავთ, როგორც კი ოდნავ თვალს გაახელთ უმალ Where are you from?

ზოგადად ძალიან თავაზიანი და ყურადღებიანი ხალხია. განსაკუთრებით სასტუმროს შიდა პერსონალი.

და ძალიან სიმპატიურები, როგორც კაცები ასევე ქალები, სახის ლამაზი ნაკვთებით, თვალები ჭრელი, მკვეთრი ფერის, იციან თვითონაც ეს და დადიან ამაყად, მხრებში გამართულები.

დიდი და პატარა ყველა მუშაობს, ძალიან მშრომელი ხალხია, თუმცა ძალიან დაბალი ანაზღაურების ფასად, როგორც ერთმა ადგილობრივმა მითხრა, მინიმალური ხელფასი თვეში დაახლოებით 20 დოლარის ექვივალენტია. (ამ თემაზე მოგვიანებით)

ერთ-ერთი Hello :)

მუშა/მებაღე სასტუმროს ეზოში

ოთხი ჰელლოუ და თან მაგარი ვირტუოზი მზარეულები :)

 

ეგვიპტური ღამეები – საფარი

მეგონა ისე გამოვეწყებოდი როგორც ველ ქილმერი ფილმში ”მოჩვენება და სიბნელე” და ლომებზე ვინადირებდით, ან როგორც მინიმუმ ჩიტებს მაინც გავსკვანჩავდით. თუმცა ამაზე ჯერ მხოლოდ ოცნება შეიძლება; მანამდე კი, ერთ დილასაც ჩვეულებრივ ავდექი, ჩვეულებრივ ჩავიცვი, განსხვავება მხოლოდ არაფატი და ჯერ 15 დოლარად შეფასებული და შემდეგ 8 დოლარად ნაყიდი 1 დოლარიანი სათვალე იყო.  როგორც გავედი ჰოლში, უმალ, პუნქტუალურად მოგრუხუნდა არაბი დაპირებული ტოიოტას თეთრი ჯიპით, სადაც დამხვდნენ არაბი და რუმინელი ცოლ-ქმარი, რომლებიც ასევე ეგვიპტეს სტუმრობდნენ. მანდილოსნების დანახვა გამეხარდა (რა მნიშვნელობა ჰქონდა მაინც სულ უმცირესობაში ვარ ხოლმე); წინდაწინ გიდისგან ვიცოდი რომ საფარიში კიდევ 4 ქართველი მიიღებდა მონაწილეობას თუმცა მანამდე ისინი  ჩვენს არცერთ ტურში მინახავს.  სხვა ჯიპებიც შემოგვიერთდნენ, ამასობაში ეს 4 ქართველიც მოვიდა, ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ მივხვდი, თქვენც რომ ყოფილიყავით მიხვდებოდით, გურჯულად ჯიგიტობდნენ. ამოხტნენ მანქანაში, ერთ-ერთი მომისკუპდა გვერდზე და ბოხი, გურჯულ-ჯიგიტური ხმით: ”Hi” ანუ ხაი, მეც ანალოგიურად ოღონდ არაგურჯულად მივესალმე.

ამასობაში ჩვენი რუსულად მოჭიკჭიკე გიდი – იაჰაც ამოვიდა და დაიწყო ტურის შესახებ საუბარი, ანუ ახალ მოსულებს უხსნიდა სად და როგორ წავიდოდით, რა შედიოდა ჩვენს ტურში, რა იყო უფასო ა.შ. და ბოლოს ცხადია თავისებურად ხუმრობს (როგორც ყოველთვის), თვალებს პრაწავს და ხმამაღლა და გამოთქმით ამბობს: ”туалет тоже входит в тур, у нас есть саммый большой туалет в мире”, მე რასაკვირველია მივუხვდი იუმორს და გადავბჟირდი სიცილით, ეს ქართველები იყურებიან გაოცებულები, აშკარად ვერ გაუგეს, ხან იაჰას უყურებენ და ხან მე გაოცებულები, მერე ვიფიქრე ახლა რამე ისეთი არ უთხრან ამ ჩვენს გიდს და გავუმხილე საიდუმლო, რომ იაჰა მსოფლიოში ყველაზე დიდ ტუალეტად უდაბნოს გულისხმობდა და როგორც იქნა გაიცინეს,  (მეც შვებით ამოვისუნთქე); მოკლედ ამათ მე უცხოელი ვგონივარ და რუსულად რაღაც მკითხეს ერთი-ორჯერ, მეც ვუპასუხე (დამტვრეული რუსული აქ გამომადგა); მერე ერთმანეთში რაღაცეებს ხუმრობდნენ, თან იგინებოდნენ ხანდახან, გვერდზე მჯდომ არაბ ქალზე რაღაც გაიხუმრეს (არ დავწვრილმანდები ახლა) და ა.შ. ამასობაში ჩვენმა გიდმა ვერ მოითმინა და ხმამაღლა განაცხადა: ” ребята, давайте познакомится”. :) :)

და გვერდზე მჯდომი მომიბრუნდა, ხელი გამომიწოდა და ”Георгий” გურჯულ-რუსული აქცენტით.

მეც არ დავაყოვნე ხელი გავუწოდე და რუსულ-რუსული უწუწუ აქცენტით “Тамуна” ვეუბნები.

чтоооооооооо?

“Тамуна” ვუმეორებ სიცილით.

ხოდა მერე წავიდა კომენტარების კორიანტელი ტიპა: ”ქართველი ხარ?” ”კეფაზე წითელი ხალი ხომ არ გაქვს?” ”აუ ჩემი რა ვიგინეთ?” ”აუ რატო არ თქვი” ”ვაახ რა სირცხვილია” ”ბოდიში” ბუზუზუზუ, ბუჰეჰეჰეჰეჰე და ა.შ.

მოკლედ გავიცანით ერთმანეთი.

პირველი კითხვა, როგორც დანიშნულების ადგილას მივედით: ”კი მაგრამ მარტო რამ წამოგიყვანა?”

რას ჰქვია მარტო 8 ჯიპი მოგვყვება ტურისტებით სავსე მეთქი :)

ტურის პირველი ეტაპი იყო უდაბნოში კვადროციკლებით გასეირნება 40 წუთის მანძილზე. ვერაფერი ბედენა იყო, კვადროციკლი ზოზინებდა, ნუ მართალია ჩვენ რიგს ვარღვევდით და პირველები ვიყავით (ნუ ცხადია) მაგრამ მაინც ვერ ქაჩუნა იყო, თან სამი გამოვიცვალეთ, ქრებოდა სულ.

ამის შემდეგ გადავლაგდით ისევ ჯიპებში და გზა განვაგრძეთ უდაბნოში. მივადექით რაღაც მთას, რომელიც უნდა გადაგვევლო და მეორე მხარეს ქვიშიან ფერდობზე გადავსულიყავით. საშინლად არ მომეწონა ეგ ამბავი, ისე კი ვიმხიარულეთ, მდუღარე ქვიშაზე სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ჩამოვედი (ღია ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ, ეცადეთ მაქსიმალურად დახურული ტანსაცმლით წახვიდეთ საფარიზე).

აქედან დაღლილები ისევ ჯიპებით დავიძარით და მივადექით ოდენ ნანატრ ბედუინების სოფელს, სადაც ჭრელ-ჭრელ ხალიჩ-ბალიშებზე წამოგორებამ და ცხელ-ცხელმა კარკადემ ცხოვრების მშვენიერებაზე ჩამაფიქრა.

ცოტა დავისვენეთ და წაგვასხეს აქლემებზე ასასხდომად. მთელი ტურის მანძილზე აქლემზე ასხდომა და ჩამოსხდომა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი იქსტრიმი, ახლაც მგონია, რომ ჩემი ტანი ცალკე ჩამოვიდა და ფეხები ცალკე, აქლემის ადგომისას ხელი დამეჭიმა, ჩამოსვლისას ფეხი, მაგრამ მეორედაც ვიზამ მაგ ამბავს!

აქლემებს ძირითადად შავ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ბედუინი ქალები უძღვებოდნენ. იქვე შორიახლოს გორაზე ფეხშიშველი ბედუინი გოგო-ბიჭები დარბოდნენ, თამაშობდნენ ანუ ქვიშით სავსე პლასტმასის ბოთლებზე თოკი ჰქონდათ გამობმული და დაათრევდნენ, რომ დავინტერესდი მიპასუხეს ასე ნელ-ნელა წონას ეჩვევიან და აქლემის ტარებას სწავლობენო.

აქედან შევუდექით ხელოვნურად, ტურისტებისთვის მოწყობილი ბედუინების სოფლის დათვალიერებას. ვნახეთ მათი სადგომები, ტრადიციული კარვები რომლებიც ორ ნაწილად არის დაყოფილი კაცებისთვის ”მაგადი” და ქალებისთვის ”მაჰარამა”, როგორც მითხრეს და როგორც თავად ვნახე, ქალებს ბედუინურ ყოფა-ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ, კაცთან გათანაბრებულნი არიან, თითოეულს თავისი საქმე აქვს და საკუთარ ფულსაც გამოიმუშავებს.

დავესწარით პურის ცხობას, ბედუინი ქალი ფეხმორთხმით ზის რკინის დიდ ფირფიტასთან, რომლის ქვეშაც აქლემის ნაკელი იწვის, ამავე ფირფიტაზე აბრტყელებს ცომს, რამოდენიმე გადმობრუნებით, თხელი ცომი უცებ ცხვება და ნაკვერჩხლიდან უცებ თქვენს ხელში აღმოჩნდება ახლად გამომცხვარი პური – ფარაშიი (farrasheeh);

ამის შემდეგ ვნახეთ, 120 წლის კუანა კუ, თხები, პატარა ნიანგები, სირაქლემები, არასირი აქლემები, სხვადასხვა ქვეწარმავალი და დავუბრუნდით ჩვენთვის სცენის გარშემო საგანგებოდ მოწყობილ მოსასვენებელ ადგილებს, სადაც ბედუინური ნაირფეროვნებით ვიკვებეთ და ცხოვრების ამაოებაზე მეორედ ჩავფიქრდი, ფიქრებიდან შოუმ და აღმოსავლურმა მუსიკამ გამომიყვანა, ვიღაცამ ხელი ჩამავლო და სცენაზე ამაცუხცუხა, იქ ჩემს გარდა სხვა დაბნეულებიც იდგნენ, ერთი გადარეული შოუმენი ხან შუშებზე დაწვებოდა ხან ლურსმნებზე, გოგონებიდან ერთი-მეორის მიყოლებით მას ფეხებით ზემოდან ადგებოდნენ. მეც გამიყვანეს, ეს შოუმენი ჯერ დიდ ალესილ ხანჯლებზე დაწვა, ზემოდან ლურსმნებიანი დაფა დაიდო, მე ამ დაფაზე ამიყვანეს კიბით და ზემოდან დავადექი და კარგად მივწეწვკვე, აბა რა ეგონა, რომ მეძახდა.

აღმოსავლური ცეკვების გარეშე ვერ იქნებოდა ეს მშვენიერი საღამო უდაბნოში, გამოვიდა ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი, ხან ერთი მხრიდან გაგვკრა თეძო ხან მეორედან, მერე ჩვენც გამოგვიყვანა სცენაზე, მეც ახლა ხომ არ ჩამოვრჩებოდი და რუსი დონდლოებივით ხომ არ დავდგებოდი, ვიქნიე თეძოები რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი, მერე წინ გამომიყვანა :) თავისთან და დუეტში ვიქნიეთ თეძოები წარმატებულად :) რაც მთავარია შემაქო და დიდი მადლობა გადამიხადა :) მეც ამაყად ჩამოვედი სცენიდან.

კაბების შოუც ძალიან შთამბეჭდავი იყო, ჭრელმა კაბამ ბზრიალ-ბზრიალით გადაგვიარა ზემოდან.

და აი ჩილიმიც ჩამოარიგეს, ჭრელ-ჭრელ ხალიჩ-ბალიშებზე წამოგორებული, დაღლილი და უდაბნოს მტვრით გაჟღენთილი, ვაშლის ჩილიმის გაბოლების შემდეგ უკვე მესამედ ჩავფიქრდი ცხოვრების მშვენიერებაზე.

Hello civilization, I’m back!

ჩვენი ესკორტი :)

ამ ცხელ ქვიშაზე ჩავგორდით

ბედუინების სადგომები

ბავშვები თამაშობენ

ბედუინი ქალი აცხობს პურს

ბედუინების აფთიაქი