ეგვიპტური ღამეები – წითელი ზღვა

ლამაზია და უკარება, პირველ დღეს თავი დაიფასა კი არა კორალებმა მომიწეწკვეს ტერფები, რომ არა რუსი ქალბატონების გაფრთხილება ”девочки не заходите в море здесь, пригайте с мостика” პირდაპირ კორალებიდან გადავეშვებოდი ზღვაში და თავ-პირს თუ არა ფეხებს მაინც მოვიმტვრევდი მინიმუმ.

ჩავედი ხიდის საშუალებით, პირდაპირ სიღრმეში, გავცურე, გამოვცურე, ხომ გითხარით უკარება და უხეშია მეთქი, აღელვებული დამხვდა პირველივე დღეს, სამჯერ-ოთხჯერ ტალღამ რომ მიმაწყვიტა შიდა რიფებს, თან ფეხშიშველმა, მერე ვიკადრე ამოსვლა, დავუბღვირე და დავემუქრე, რომ ხვალ ბაჩაჩუნებით მოვიდოდი.

როცა ისევ ჩვენს ადგილას დავუბრუნდით, ქალბატონები გაგვესაუბრნენ, დაინტერესდნენ საიდან ვიყავით, რომ გაიგეს საქართველოდან ძალიან გაუხარდათ, მოგვიკითხეს, პოლიტიკა და პოლიტიკოსები მიალანძღეს ”’Это все политика, мы простые люди как и дружили так и будем дружит”, და დანანებით და ნოსტალგიით გაიხსენეს ძველი დრო. სამწუხაროდ უკვე ტოვებდნენ სასტუმროს იმ დღეს, წასვლისას გამოცდილება გაგვიზიარეს და რამოდენიმე რჩევა მოგვცეს, რომელ კუნძულზე წავსულიყავით, რისი ნახვა სჯობდა, თუ რამის ყიდვას დავაპირებდით მაქსიმალურად უნდა გვევაჭრა (შოპინგზე ცალკე მოგიყვებით) და გვითხრა ტკბილეულობაზე მაინც ნუ დახარჯავთ ფულს არ ღირს – сладосты у вас и так вкуснее . . . . и ой мама, какые вы кулинары – ისე დანანებით თქვა, რომ გული ჩამწყდა და ძალიან მეწყინა, რომ იმ დღეს უკვე მიდიოდნენ.

ეს ისე.

ახლა ასე.

ზღვაში ფეხშიშველი ჩასვლა არ ღირს, ალტერნატივაში გაქვთ რკინის ქალამნები, სურათზე მოცემული ბაჩაჩები (მე დავარქვი) და მყვინთავის ლასტები, მოკლედ რაღაც უნდა გეცვათ ფეხზე რომ არ იტკინოთ, არ დაიზიანოთ და ა.შ.

წყალქვეშა სამყაროს დასათვალიერებლად გჭირდებათ საყვინთი მოწყობილობა (სახელი დამავიწყდა).

თავიდან არის კორალები, და როგორც ზღვაში ჩაყოფთ თავს ფერად-ფერადი თევზების სანახავად, თქვენს წინ უეცრად გადაშლილი სამყარო ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. დასაწყისი არ არის არანაირად ღრმა, წყალი მხოლოდ მუხლს ქვემოთ თუ გწვდება, ხოლო როგორც დაყვინთავთ უმალ ნახავთ, რომ უზარმაზარ ზღვის უფსკრულ სივრცეს მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ და თქვენი ფეხები ისე უმწეოდ ქანაობს წყალში, როგორც თათარის ქვაბში ჩაკიდული ჩურჩხელები, ძალიან შოკი მივიღე ეს რომ ვნახე და ელდანაკრავივით უკან ამოვხტი ისევ.

აქ რჩევა თუ ცურვა არ იცით, ან ისე რა იცით, სჯობს კორალებზე დაჯდეთ მუხლამდე ან კოჭამდე წყალში. ხოლო ცურვის მცოდნეები ხიდის საშუალებით პირდაპირ სიღრმეში გავლენ საყვინთავად და მშვენიერებით დასატკბობად.

პირდაპირ კორალებიდანაც შეიძლება მაგრამ მოცურავისთვისაც მაინც სახიფათოა წყალქვეშა კორალები ისეა მიხლართული, რომ უცებ სიღრმეში გადასვლისას შეიძლება დაპანიკდე, ფეხი სადღაც გაგეჭედოს ან მათ ხავსიან და სრიალა ზედაპირზე უბრალოდ დასხლტეთ.

თუ ამ დავიდარაბის არიდება გინდათ, სასტუმროს ტერიტორიაზე არის ორი ზღვის წყლით სავსე აუზი, სანახევროდ წყალქვეშა ბარით და შეგიძლიათ იქაც ისიამოვნოთ.

თუმცა მე მაინც ზღვა მირჩევნია, უფრო ცივია, სასიამოვნო და რაც ყველაზე მთავარია შენს გვერდით ულამაზესი შეფერილობის სხვადასხვა ზომის თევზი დაცურავს.

ყვითელი ბაჩაჩები, ყვითელი სათვალე და ყვითელი წიგნი :)

ჩემი ძმები :)  

გრანდ მყვინთავი  :)

ეგვიპტური ღამეები – ჰურგადა

ეგვიპტეს დასავლეთით ესაზღვრება ლიბია, აღმოსავლეთით ღაზას სექტორი, ისრაელი და წითელი ზღვა, ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთით სუდანი, მაგრამ ნუ გეშინიათ, ჩვენ ისეთ ადგილას ვართ ქვეყანა, რომ დაიქცეს ვერაფერს ვერ გავიგებთ.

ჰურგადა იგივე ალასკა აფრიკაში, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, ეგვიპტის ერთ-ერთი ქალაქი და ტურისტული ცენტრია წითელ ზღვაზე. ქალაქი მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და 1980 წლიდან მოყოლებული ხან ეგვიპტელი და ხანაც უცხოელი ინვესტორების წყალობით იზრდება და ვითარდება. როგორც წინა პოსტში ვახსენე, აეროპორტიდან მოყოლებული ცალ მხარეს უდაბნოა და ცალ მხარეს საკურორტო ინფრასტრუქტურა, მთლიანობაში ჰურგადა გადაჭიმულია დაახლოებით 40 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე. აქ შეხვდებით ეგვიპტელ ტურისტებს კაიროდან, და ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებიდან. უმეტესწილად ჰურგადას სტუმრობენ ტურისტები რუსეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან  და პოლონეთიდან.

მე განსაკუთრებით თვალში მხვდებიან რუსი და გერმანელი ტურისტები, ასე რომ თუ ვინმეს რუსეთი ან გერმანია მოგენატრებათ ეწვიეთ ჰურგადას.

ჩვენი სასტუმრო – Serenity Makadi Heights

ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო ჰურგადაში, მაკადი ბეიში, ექსკლუზიური სანაპიროთი. აქვე სურათებსაც შემოგთავაზებთ, თუმცა მთლიანად სასტუმრო თავისი ტერიტორიით ვერ დავაფიქსირე მისი დიდი ზომების გამო. სასტუმრო აგებულია ანდალუზიურ სტილში, სასტუმრო ჰურგადის აეროპორტიდან 36 კილომეტრში მდებარეობს. როდესაც ტურისტულ პაკეტს ყიდულობთ აუცილებლად ჩართეთ მასში ტრანსფერი (ეგვიპტის შემთხვევაში), როდესაც თურქეთში ვიყავი არც ტრანსფერი შემიკვეთავს და არც სასტუმრო, პირდაპირ მივადექით 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ანტალიაში.

აქ აუცილებელია იმიტომ, რომ სასტუმროების მხარეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასტუმროები, არ არის დასახლებული, გარშემო უდაბნოებია და ტრანსფერიც გჭირდებათ აეროპორტიდან, რაც ინტერკონტინენტალმა წარმატებით განახორციელა.

თითოეულ სასტუმროს როგორც ვთქვი აქვს თავისი ექსკლუზიური შემოსაზღვრული ტერიტორია, შემოსასვლელში შლაგბაუმით, პოსტით, ასე რომ ყოველი უცხო სულიერი თუ უსულო არსების შემოსვლისგან ტერიტორია აბსოლუტურად დაცულია.

ხალხი ძალიან შემიყვარდა, ძალიან თბილი, ყურადღებიანი და თავაზიანი მომსახურე პერსონალი, რომლებიც პირველ რიგში საუბრობენ რუსულად, ინგლისური ნაკლებად იციან, გვეუბნებიან ხოლმე თუ რუსული იცით, რუსულად გვირჩევნია საუბარიო.

ძირითადად დასაქმებულია ხალხი პროვინციებიდან, უბრალო ადამიანები, რომელთაც ძალიან უყვართ თავისი სამუშაო (ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში) და ათვითცნობიერებენ, რომ მათი ცუდი საქციელი პირველ რიგში იმოქმედებს მათზე, მათ კოლეგებზე და მთლიანად სასტუმროს პრესტიჟზე.

რაც შეეხება კვებას, გვაქვს ALL INCLUSIVE პაკეტი, პლუს ჩინური, იტალიური, აღმოსავლური სამზარეულო, ოთხი სასტუმროს შიდა აუზი, ორი ზღვის წყლით, მინი გოლფ მოედანი, ტრენაჟორების დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი (არ დამჭირვებია), ბედუინ კაფე (ჩილიმები), 4 კორტი, მაგიდის ტენისი, საბილიარდო, საღამოს საკონცერტო-გასართობი პროგრამები, დისკოტეკა ბავშვებისთვის, დიდებისთვის.

სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ინტერნეტი ფასიანიa და იხდით 8 დოლარს ერთ საათში.  (თურქეთში ეს უფასო გვქონდა, როგორც კაბელური ისე Wi Fi).  USB ფლეშს გვაძლევენ ხოლმე, ზუსტად ისეთი როგორც მაგთი ფიქსი და ჯეოსელ ქონექთი, ოღონდ აქ არის ოპერატორი ETISALAT, ჩემი როუმინგიც ამ ოპერატორს ხედავს.

ხო როუმინგზე გამახსენდა შემომავალი/გამავალი ზარი საქართველოსთან არის წუთი 8 ლარი (გაყვლეფა!!!), ადგილობრივ, 1.5 დოლარის ექვივალენტი, SMS 0.80 თეთრი, შესაბამისად უფრო  ამ სერვისს ვიყენებ.

აქვე გირჩევთ WORLD SIMS, შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან გუდვილში ან იყიდოთ ვოდაფონის სიმბარათი, რომელსაც შიდა ზარებზე ძალიან დაბალი ტარიფი აქვს, ხოლო საქართველოში წუთი 2 დოლარის ექვივალენტია დაახლოებით.

შიდა ტურებიც ასევე ინტერკონტინენტალმა შემოგვთავაზა ადგილობრივი ტურ. სააგენტო ”პლანეტა”-ს მეშვეობით.  ამ ღამეს, მივდივართ კაიროში (აქედან 480 კმ), მთელი დღე ვიქნებით იქ და ღამე ისევ ჰურგადაში დავბრუნდებით (ამ ტურის ღირებულება 80 დოლარი).

ასევე რეკომენდაციას ვუწევ გრანდებს TEZ ტურს და PEGAS ტურს, რომელთა წარმომადგენლებიც ყველა სასტუმროში დაგხვდებათ.

სასტუმროდან ეწყობა შოპინგ ტურიც, რომელსაც წინა დღით შეუკვეთავთ, კონკრეტულ დროებში SHUTTLE BUS გაგიყვანთ ქალაქის ცენტრში და ისევ უკან მოგიყვანთ, ორი გზის ღირებულება 8 დოლარი ერთ ადამიანზე.

მოკლედ წავედი ახლა ბედუინ კაფე და ჩილიმი მელოდება. :) :)

Voyage

ვთქვი, თარგმანი თუ ვერ მოვრჩი თვითმფრინავიდან გადმოვყრი, მაგრამ არ შევასრულე; ჯერ იყო და აეროპორტში ვთარგმნიდი, მერე თვითმფრინავში გავაგრძელე და ბოლოს იმავე ღამეს სასტუმროში დავასრულე, სრულ დასვენებამდე ბოლო წუთამდე ვიღლებოდი.

ეს ისე სხვათაშორის.

ხოლო ასე კი:

ავსხედით თვითმფრინავში, დავსხედით ორნი, სად იყო და სად არა თავს წამოგვადგა მესამე კითხვით: ეს მეცხრე ვაგონიაო? ვაჰ, მივხვდი მატარებელში ეგონა თავი და იმედი არ გავუცრუე, დავუდასტურე, რომ მეცხრე ვაგონი იყო. მერე ჩემი ადგილი ფანჯარასთან არის და დამსვითო, გავატარეთ, დაჯდა, მაგრამ მაინც ცქმუტავს;

რამოდენიმე წამის შემდეგ:

ტიპი: (ბორტ გამცილებელს უხმობს), გენაცვალე ერთი ცხელი ჩაი ან ყავა მომიტანე რა, ოფიციანტი: კი როგორც ავფრინდებით, მაშინვე მოგართმევთ;

ტიპი: ჰო, კარგი.

ჩვენს უკან ბავშვები ისხდნენ, წამოხტა და ახლა იმათ მიუბრუნდა, გაეთამაშა ტაგლი-ტუგლი-ტაგლი;

ცოტა ხნის მერე ისევ ოფიანტს უხმმობს და ახსენებს ცხელი ჩაის და ყავის ამბავს.

მერე ჩვენ მოგვიბრუნდა, რომელი საათია, სადაურები ხართ და გულში ვფიქრობ წინ მთელი სამი საათი გვაქვს;

ლეპტოპი ავიღე და დავიწყე მუშაობა, ზუსტად ნახევარი წუთის შემდეგ:

ტიპი: გენაცვალე დიდი ხნის საქმე გაქვთ?

მე: უკაცრავად? (გაკვირვებული)

ტიპი: არა, ტვალეტში მინდა და გამატარეთ

მე: აააა, მიბრძანდით

ხოდა, ვიდრე მისკუზი დაბრუნდებოდა მე და ჩემი დაქალი ანალოგიური სისხარტით, ისე როგორც ევროტურშია  წინა თავისუფალ ადგილზე გადავედით.

თუმცა ჰურგადის აეროპორტში კიდევ ვნახეთ, როგორც შემოვიდა ჰოლში, მაშინვე იქ მდგომ დაცვას ჩაუარა ზემუშტით და ძახილით: ჯორჯია, ჯორჯია. არადა რად უნდოდა მისი ძახილი, როგორც აეროპორტის გარეთ გავედით, პირველი ტაქსი მომხვდა თვალში უკანა საქარე მინაზე მთლიანად საქართველოს დროშით.

ადგილზე ძალიან მოწესრიგებულად დაგვხვდნენ ინტერკონტინენტალის წარმომადგენლები, გაგვანაწილეს მინიბუსებში სასტუმროების მიხედვით და დავიძარით.

სურათი ასეთია: გზა ძალიან კარგი (მოკლედ ეს მიშა სად არ მიწვდება), მივიწევთ წინ ნელ-ნელა, მარცხნივ სულ ხრიოკი, უდაბნო, მარჯვნივ სულ სასტუმროები ჩამწკრივებული, ხოლო სასტუმროების წინ წითელი ზღვა.  თითოეულ სასტუმროს აქვს უზარზმაზარი შესასვლელი და თითოეული სასტუმრო ერთი პატარა ქალაქი ზღვის პირზე.

ჯერ სასტუმროს უზარმაზარი კომპლექსი, წინ ბილიკები, სიმწვანე, პალმები, სხვადასხვა ზომის და ფორმის აუზები და შემდეგ ზღვა.

ზღაპრულ!

მაშ ასე, აქვე ვიწყებ პოსტების სერიას ”ეგვიპტური ღამეები”, არ გადართოთ, მცირე პაუზის შემდეგ მოგიყვებით პირველი ეგვიპტური ღამის შესახებ. :) :) أنا أحبك

მე და ყავა

ვიღაცას ჭურჭლის რეცხვის დროს მოსდის აზრები, მე ჭამის დროსაც, ხოდა მოგიყვებით ისტორიებს ყავაზე.

დავიწყოთ იმით, რომ ჩემი დილა ყავით არ იწყება (რა ცუდია) და არც ფორთოხლის წვენით, დიდი ჭიქით ჩაი ან ყაყაო, თაფლი და კარაქიანი პური. ეს თუ არ მოიპოვება იმ დღეს ხაში გვაქვს ოჯახში (ამის კითხვისას ვინმეს პერომ თუ მოგიჭირათ, დაიგრგვინეთ).

თუმცა სანამ ყავას მოვწრუპავ ჩემი მემართება, შენელებული კადრივით ვარ, ნელი, ხან რა მრჩება და ხან რა მავიწყდება. როგორც კი ყავას მივირთმევ უმალ თვალი ბუდეს უბრუნდება, გული  საგულეს.

თუ ვერ მოვახერხე დალევა, მინიმუმ ორი სამი წრე უნდა დავარტყა იმ ადგილს, სადაც ჯერ კიდევ ერთი საათის ან უფრო მეტი ხნის წინ უნდა მივსულიყავი. ვაგვიანებ და ვალოდინებ სხვებს. თუ ვინმე სადმე მიმყავს ჯერ ის ცალკე მაბნევს გზის უაზრო ახსნებით, ამას ზედ დამატებული ჩემი უყავობა. ერთი სადარბაზოს ნაცვლად, მეორეში შევდივარ, ან ერთ სადარბაზოიან კორპუსში ვეძებ სადარბაზოს.

როცა მინდა რომ რომპეტროლის ბნზგსში ჩავასხა საწვავი გავცდები და ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით ან ძალიან მატყუარა ვისოლთან ან მატყუარა ლუკოილთან ვასხამ ხოლმე. ყველაზე მეტად ეს მიშლის ნერვებს :(

ამას წინათ გოგოს გავაყოლე თვალი მანქანიდან და კინაღამ ბიჭი ავაკაპოტე, რა ვიცი ახლა გოგოს დავაბრალო თუ ყავას (ხო ძალიან გამომწვევად და გამორჩეულად ეცვა) ის ბიჭიც იმას უყურებდა, ჰო.

მახსოვს სკოლის მოსწავლე ვიყავი, სახლში იყვნენ დედა, მამიდა და მეზობელი ქალი მოვიდა სტუმრად. მე ყავის მოდუღება დამავალეს.

ყავა დავფქვი წიწაკის საფქვავში, სხვა ვერ ვიპოვე. არა კი გავასუფთავე. ხოდა მოვადუღე. ისინიც სხედან და მიირთმევენ, მიირთმევენ და მუსაიფობენ. ხმას არ იღებენ, არადა ტუჩებს გაუგებრად პრუწავენ :S როგორც იქნა ჩემმა ქიზიყელმა მამიდამ, ქიზიყური მოკრძალებით აღნიშნა, თამუნ რაღაც უცნაური მწარე გემო აქვს შენს ყავასო, ჰაჰაჰ ჰოდა აყვნენ სხვებიც, კი, კი აქვს, აქვსო. მეც გამოვტყდი, რომ წიწაკის საფქვავში დავფქვი. მოკლედ ახლიდან მოვადუღე რა. :)

თურქეთში, რომ ვიყავი დასასვენებლად იქედან ისე წამოვედი თურქული ყავა ვერ დავლიე, ნუ აი რაღაც ისე მოხდა, რომ ვერ მოვახერხეთ. არადა მაინტერესებდა როგორს ადუღებდნენ.

რაც შეეხება ფინჯან ყავაზე მუსაიფს, არყის და ღვინის არ იყოს, გააჩნია ვისთან მიირთმევ, სასიამოვნო მოსაუბრესთან ერთ ჭიქა წყალზეც კი ჩამოჯდები.

პატარა რომ ვიყავი არ მასმევდნენ შენ ჯერ პატარა ხარო :( არადა როგორ მინდოდა ფეხიფეხზე გადადება დიდი გოგოებივით და ყავის წრუპვა. ახლა წრუპვაზეც და ყავაზეც ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ზუსტად 8 საათზე მახსენდება და ვხალისობ.

მოკლედ ჩემი რჩევაა უზმოზე, ერთი ჩაის კოვზი თაფლის შემდეგ დილა ყავით დაიწყოთ. გარდა უამრავი დაავადების პრევენციული თვისებებისა (კიბო, პარკინსონის დაავადება, დეპრესია, კუნთების ტკივილი და ა.შ.) იგი აცოცხლებს, აფხიზლებს და თამამად გატარებს. ნუ როგორც მინიმუმ უაზრო ბოდიალს მაინც აცდებით.

P.S. სანამ მანქანაში ჩამიჯდებით, არ დაიზაროთ და მკითხეთ: ”ყავა დალიე უკვე?” ;)

Is the planet shaking or is it just me? :)

ძილისგუდა

მოვიდა

მერე წავიდა

ისევ მოვიდა

ერთად წავედით

ერთად მოვედით

ფიქრობდა

მეც ვფიქრობდი

თან ეძინა და თან ფიქრობდა

მე ფხიზლად ვიყავი

როდის გაიღვიძებს

ან გაიღვიძებს საერთოდ

იტყვის რასაც ფიქრობს?

თუ ? თუ რა? არავითარი თუ!

სძინავს რა ტიპს,

მოსიარულე სიზმარაა ოფიციალურად

ე, ხო არ მოკვდა ნეტავ

მერე ვაჯანჯღარებ,

იქნებ გამოიღვიძოს და თქვას რამე

რაღაც ძილ-ღვიძილში თითქოს შემომხედა,

ცალი თვალი გაახილა,

რა გინდაო?

რა უნდა მინდოდეს მე?

დადიხარ იქეთ აქეთ და გძინავს

კიდევ მე რა უნდა მინდოდეს,

გაგაღვიძე, რომ მეთქვა

ბევრი ფხიზელი დადის

ფხიზლები, რომლებიც ფიქრობენ

რომლებიც დადიან

თან ფიქრობენ და თან მეტყველებენ

შენ კი დადიხარ და გძინავს

წავედი მე, კარგად.

მერე მირეკავ

თურმე გაგიღვიძია

მაგრამ მე წასული ვარ უკვე

აბა მეც დამეძინა და ეგრე გვევლო? როდემდე?

მირეკავ ისევ და დაბრუნებას მთხოვ

არა და არა! ფხიზელ ადამიანებთან მირჩევნია!

მერე თვრები და მირეკავ

ისევ მირეკავ და ისევ თვრები

რას ფიქრობ? ჯერ სიზმარა და მერე მთვრალი

ასეთი უფრო მომხიბლავ?

და დავბრუნდები?

არა! კარგად იყავი.

ისევ და ისევ რეკავ, აღარ ვიღებ ყურმილს.

მომბეზრდა. ძალიან გვიან გაიღვიძე.

მე უკვე სხვაგან ვარ.

მერე ჩნდება სხვა ფხიზელი

თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

აბორტი – მამის უფლებები

ქალს კანონიერად შეუძლია წაართვას მამაკაცს უფლება გახდეს მშობელი ან აიძულოს მას გახდეს მშობელი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. (არმინ ა. ბროტი)

როგორც წესი აბორტზე საუბრისას, ძირითადად განიხილავენ დედის და ნაყოფის უფლებებს; იშვიათად თუ შეეხებიან მამის უფლებებს და ინტერესებს.  თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგიერთ შემთხვევაში მამას სურს ბავშვი, ხოლო დედას მისი მოცილება სწადია.

მამებთან და აბორტთან დაკავშირებული საკითხი ყველაზე ხშირად მოიცავს სიტუაციას, როდესაც მამას სურს, რომ დედამ მოიცილოს ნაყოფი, ხოლო დედა უარს აცხადებს ამაზე.

რა ხდება მაშინ, როდესაც მამას ბავშვი სურს? მიიჩნევა თუ არა აბორტი მორალურად გაუმართლებლად თუკი ეს არღვევს მამის უფლებებს?

მამა და სასამართლო

2002 წელს, ჩინეთის ახალი კანონის თანახმად, ბავშვის გაჩენასთან (შენარჩუნებასთან) დაკავშირებით მამის უფლებები გათანაბრდა მისი მეუღლის უფლებებთან, მამამ სასამართლოში უჩივლა დედას იმიტომ, რომ დედამ დაარღვია მისი – მამის უფლებები, მოიცილა რა ნაყოფი.

ამერიკის სასამართლოებმა შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ქალის უფლება აბორტზე (ნაყოფის მოცილებაზე) არ შეიძლება დაიბლოკოს მეუღლის, პარტნიორის ან ყოფილი მეგობარი მამაკაცის მიერ და ასევე ქალი არ არის ვალდებული აცნობოს მამას, რომ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

1987 და 2001 წლებში მამაკაცები შეეცადნენ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებისთვის მიემართათ, რათა მათ პარტნიორებს არ გაეკეთებინათ აბორტი;

მათ წააგეს საქმე.

ფილოსოფოსი ჯორჯ ჰარისი ამბობს, რომ არსებობს გარემოებები, როდესაც ქალის გადაწყვეტილება აბორტზე მორალურად არასწორია, ვინაიდან იგი ზიანს აყენებს მამას.

არგუმენტები:

თუ მამას გააჩნია მორალურად გამართლებული ინტერესი ჰყავდეს ბავშვი და დედას შეცდომაში შეჰყავს მამა, იმით, რომ იგი გააჩენს ბავშვს თუ მამა გააკეთებს ამას და ამას და მამაც ასრულებს ამ მოთხოვნებს, ვინაიდან მას ოჯახი სურს, მაშინ არასწორი იქნება თუ დედა მიზანმიმართულად წაართმევს მამას უფლებას იყოლიოს ბავშვი.

ქალის მხრიდან თვალთმაქცობა შეიმჩნევა , როდესაც:

მამაკაცს სურს ბავშვი, მაგრამ ქალს არა

ქალი ატყუებს და არ უმხელს მამაკაცს, რომ მას არ სურს ოჯახი

მამაკაცი ქალის და ოდენ სასურველი ოჯახის ერთგულია

ქალი შემთხვევით ფეხმძიმდება

ან

დედას ურთიერთობა აქვს როგორც სტრატეგიის ნაწილი, რათა გული ატკინოს კაცს

ქალი თამაშობს თითქოს უყვარს ეს კაცი და ბავშვიც სურს

ქალი ფეხმძიმდება (მანიპულირების მიზნით ალბათ)

ქალი შეგნებულად იკეთებს აბორტს, რათა გული ატკინოს კაცს.

როდესაც მამას არ სურს ბავშვი

ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ აქვს მამაკაცს უფლება აიძულოს ქალი გაიკეთოს აბორტი.

საკანონმდებლო სისტემების უმრავლესობა მამას აკისრებს პასუხისმგებლობას ბავშვზე და ბავშვის რჩენაზე; ეს წესი მაშინაც ვრცელდება, როდესაც მამას აღნიშნული ბავშვის მოცილება სურდა.

ეგვიპტე, ირანი, ერაყი, კორეის რესპუბლიკა, მალავი, ქუვეითი, მოროკო, ნიკარაგუა, საუდის არაბეთი, სირია, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები – ეს ის ქვეყნებია, სადაც კანონმდებლობის თანახმად აბორტის შემთხვევაში ქმრის თანხმობა არის სავალდებულო.

მე მაინც ვფიქრობ, რომ შედეგი თავისუფალი არჩევანიდან უნდა გამომდინარეობდეს, თავისუფალი არჩევანი, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის, თუმცა ასეთ სიტუაციებში ურთიერთშეთანხმებას ოჯახი ჰქვია, შეუთანხმებლობას კი უფლებების დარღვევა; მოკლედ არჩევანი თქვენზეა!

მათხოვარი

დღეს ნამეტანი შემისხლიტა ინტერნეტმა და ცოტა გავბრუვდი . .

გარეთ გასვლა და გასეირნება გადავწყვიტე . . .

ვისეირნე ცოტა . . .

მერე იყო ინდური კაბები . . .

მერე კოკა–კოლა

ვბრუნდები.

დაბრუნებისას მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლე (As usual)

აქ მათხოვრებს და მუსიკოსებს შეჩვეულნი ვართ . . .

მაგრამ ეს სხვა იყო

კარგად, სუფთად ჩაცმული, თითქოს ეს–ეს არის (ეს–ეს არის რა? არც არაფერი)

ახალგაზრდა ყმაწვილი, ასე 21-22 წლის

ხელში პლასტმასის ჭიქას უხერხულად ჭმუჭნის

და ყოველი გამვლელის დანახვაზე -

დამეხმარეთ თუ შეიძლება . . .

რა არის ეს? რაღაც ახალი ფენომენია?

ვერ ვიჯერებ, რომ ამ ბიჭისთვის რაღაც სამსახური ვერ მოინახა

თუნდაც შავი, ან წითელი, ან ყვითელი . . .

აა, მივხვდი დაახლოებით

შრომა ეზარებათ

დილით ადრე ადგომა

ღამე გვიან დაწოლა ან სულაც გათენება

თავის შეწუხება

იოლი ფული კარგია

უხერხულობა ყველაზე ადვილი

რა მოხდა ერთ-ორ უხერხულობას აიტანს კაცი

მეტრო რუსთაველთან –  ღია გასასვლელი

ჩვეულებრივი გამვლელი მეგონა

კარგად, სუფთად ჩაცმული

ახალგაზრდა მამაკაცი, ასე 26-29 წლის

ისიც, ხელში პლასტმასის ჭიქას უხერხულად ჭმუჭნიდა

„დამეხმარეთ“  - მესმის

თორემ არც მივაქცევდი ყურადღებას

ჩემი გაოგნება დიდი იყო

რადგან ეს ბიჭი დაახლოებით ასეთი იყო

ნუ დაახლოებით ვამბობ

ვერ დავეხმარე . . ..

აი ასეთი

 

თავისუფლება ძუძუებს!

დღეს ჩვენ ძუძუებზე და მათ უფლებებზე ვისაუბრებთ, ისინი იზღუდებიან და სანამ დაიწყებენ ყვირილს გადადექი, გადადექი უნდა მივხედოთ ამ საკითხს!

საკითხი: ძუძუები ლიფით თუ ულიფოდ

მოთხოვნა: ულიფოდ!

უხსოვარ დროს რაღაც მქონდა წაკითხული ლიფის (AKA KAKA აზღუდი, WAKA WAKA მკერდი) დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესახებ, თუმცა ბუნდოვნად მახსოვდა და ახლა მე რა მე ვიქნებოდი კიდევ ერთხელ მცირეოდენი რისერჩი რომ არ ჩამეტარებინა.

გამოკითხვა არ ჩამიტარებია, მაგრამ ალბათ თქვენც დამეთანხმებით საქართველოში დაახლოებით 90-95% ატარებს ლიფს, ისე, რომ არც კითხულობს რატომ და რისთვის სჭირდება ის.

როდის გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად ლიფით თუ ულიფოდ?

პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია მკერდის ზომაზე, მეორე რიგში ქალის ჩვევებზე. ქალებმა, რომლებსაც აქვთ დიდი და მძიმე მკერდი უნდა ატარონ ლიფი, სხვა შემთხვევაში ანუ ლიფის გარეშე ყოფნა მათთვის მტკივნეული და არაკომფორტულია, განსაკუთრებით მოძრაობის და სპორტული აქტივობების დროს.

პატარა და საშუალო ზომის მკერდის შემთხვევაში ნაკლები დისკომფორტია, თუმცა აქ უკვე დგას შეჩვევის მომენტი და ფსიქოლოგიური საკითხი, ისინი იმდენად შეჩვეული არიან ლიფის ტარებას, რომ დისკომფორტს ვერც კი გრძნობენ და ზოგჯერ ღამითაც კი ატარებენ მას.

აბა დაფიქრდით, ლიფის მოხსნის დროს გიგრძვნიათ შვება ისე როგორც ბევრი ჭამის შემდეგ ქამრის შეხსნისას?, სიწითლეს ხედავთ მკერდის გარშემო ლიფის მოხსნის შემდეგ? თუ ყველა ამ კითხვას დადებითი პასუხი გაეცით, მაშინ თქვენი ძუძუები რაღაცის თქმას ლამობენ, თქვენ კი ყურადღებას არ აქცევთ! ჰაიტ!

ყურადღება!!!! Achtung!!!!!

ლიფი და ძუძუს კიბოს რისკი

სიდნი როს სინგერის და სომა გრისმაიერის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ლიფის ტარება პირდაპირ დაუკავშირდა ძუძუს კიბოს. მაგალითად, მათ დაადგინეს, რომ 24 საათის მანძილზე ლიფის ტარება 113-ჯერ ზრდიდა ძუძუს კიბოს რისკს იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც მას დღე-ღამეში მხოლოდ 12 საათის განმავლობაში ატარებდნენ.   ისინი ზედმეტად აწვებიან, ზღუდავენ მკერდს და მიმდებარე ტერიტორიას, აბრკოლებენ რა ლიმფურ ცირკულაციას, რომელიც თავის მხრივ იწვევს ტოქსინების და სხვა ნარჩენი ნივთიერებების დალექვას მკერდში, ნაცვლად მათი გარეთ გამოდევნისა.

მნიშვნელოვანია ასევე ლიფის ზომის სწორად შერჩევა. თქვენი მკერდის ჯანმრთელობისთვის შეეცადეთ, რომ არ ატაროთ ლიფი, თუ მაინც და მაინც მოგიწიათ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაშინ სწორი ზომა შეარჩიეთ.

რატომ ატარებენ ლიფს?

”ულიფოდ ამორალური და ვულგარულია”

ლიფების სექსუალური ბუნების მიმართ ეს ცოტა უცნაური დამოკიდებულებაა. ვიდრე მრავალი ქალი თავის მკერდის სექსუალურობას ხაზს უსმევს ლიფით, ასევე ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ლიფი არის უბრალოდ მათი მკერდის დასაფარი საშუალება.

განა მორალურობის საკითხი საცვლებზეა დამოკიდებული? ქალი, რომელიც ასე ფიქრობს, ასევე დარწმუნებულია, რომ მკერდი მისი სხეულის ”უწმინდური ნაწილია” და სადღაც უნდა მიიჩქმალოს აუცილებლად.

”იმიტომ რომ ყველა ატარებს, საზოგადოების დაუწერელი კანონები გვკარნახობენ ამას”

ეს, ლიფის ტარების ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ხანდახან ჩვენ, ქალები ვემორჩილებით თანამედროვე საზოგადოების დრეს კოდს (სამსახური და ა.შ.).

”იმიტომ რომ მკერდი უფრო დიდი გამოჩნდეს”

ეს განსაკუთრებით თინეიჯერებს ახასიათებთ, რომლებიც უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს ამ შემთხვევაშის. პატარა მკერდიანი და ბრტყელ მკერდიანი ქალები ხშირად საფენიან/ღრუბელიან ლიფს იყენებენ ან მიმართავენ მკერდის გაზრდის სხვა საშუალებებს.

ერთი სიტყვით საკითხმა დამაინტერესა და მეტ-ნაკლებად განვიხილე!

მოთხოვნას მე ვასრულებ, თქვენ?

ჯენიფერ ენისტონი სერიალიდან ”მეგობრები” – ბუმის ერთ-ერთი სულის ჩამდგნელი, ამ სერიალში ულიფოდ გამოჩენით.

- ძუძუცქვიტა –

ჯესიკა ალბა

ძუძუფაფუ  - კირა ნაითლი

ძუძუმთა –  დრიუ ბერიმორი

ძუძუკიკნა – კირსტენ დანსტი (შენ მეორედ არ დაგინახო ულიფოდ!)

კადრი ფილმიდან ”Femme Fatale”

უკომენტაროდ