კენედი რომ ქართველი ყოფილიყო

დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე (ნუ თემასაც ვერ ვუწოდებთ) დამეწერა და თავი ვერ მოვაბი, თუმცა ორიოდე დღის წინ ვნახე პოლანსკის ბოლო ფილმი ”უჩინარი ავტორი”, რომელმაც თითქოს თავი მოუყარა აზრებს და დღევანდელ პოსტს მიმართულებაც მისცა. ქალი, მისი როლი მეუღლის ცხოვრებაში და კრიტერიუმები, რომლითაც კაცი მომავალ მეუღლეს არჩევს. ვიცი ამ თემებზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ მაგრამ მე შევეცდები მოკლედ გადმოვცე რასაც ვფიქრობ, რაშიც ალბათ უფრო მეტად საკუთარი გამოცდილება დამეხმარება.

ქართული ფონი ამ მხრივ ძალიან მძიმეა, ძლიერი ეძებს სუსტს (ერთი შეხედვით ასე ჩანს), მასზე ნაკლებად ჭკვიან, ნაკლებად მოხერხებულ და გამჭრიახ ქალს, ან საერთოდაც ქარაფშუტა არსებას, ჩემი აზრით ერთის მხრივ თავისი უპირატესობის მეტად ხაზგასასმელად, მეორეს მხრივ თუ თავადაც სუსტია და ნაკლები ინტელექტის მქონე ან ასეთის საერთოდ არ მქონე, მაშინ მითუმეტეს რაში სჭირდება გვერდით ჭკვიანი ქალი, ნებისმიერ შემთხვევაში მას სურს ქალთან მიმართებაში დიდი უპირატესობა ჰქონდეს ყველა სიტუაციაში, შინ თუ გარეთ. ამის ნათელი დასტურია უკვე მიღებული პრაქტიკა ცნობილ ფეხბურთელს, კალათბურთელს + მოდელი, გუშინ მიტინგების აქტივისტი დღეს უკვე პოლიტიკოსი + მოდელის მიქსები (კიდევ ერთხელ: გამონაკლისებზე აქ არ ვისაუბრებ).

აქვე მოვიყვან დიალოგ-მაგალითს პირადი გამოცდილებიდან:

ბიჭი: ”მგონი გადავწყვიტე ცოლად მომყავს”

მე:  ”კი მაგრამ შენ არ იყავი რომ ამბობდი უტვინო, ქარაფშუტა, გატუტუცებული მამიკოს გოგო, ტვინს ტ”””””ს ლაპარაკით ” (გაკვირვებული)

ბიჭი: ”მეც ეგ მინდა, მაწყობს, მოვიყვან ფუტლიარს, რომელსაც ერთ-ორ რამეს ასწავლი და ხალხშიც ფუტლიარივით დავაყენებ, მეტი ტვინის ჭყლეტა არ მინდა რა”

აბა რას იტყვით? და კიდევ რამდენი ასეთი მსგავსი მომისმენია. 10-დან ალბათ 1 კაცი თუ ჩათვლის, რომ მისთვის მისი მეუღლის თანადგომა, რჩევა და მხარდაჭერა გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია. უმრავლესობა რასაკვირველია უგულებელყოფს მეუღლის აზრს, საერთოდ არ ისმენს და ზოგს ისე აქვს საქმე დაყენებული ოჯახში, რომ ასეთ (იქნებ ყოველდღიურ, ჩვეულებრივ) მომენტებში ქალმა საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღოს და მეტიც გავიდეს თავჩაღუნული ოთახიდან.

კიდევ ერთი მაგალითი პირადი გამოცდილებიდან (ახლო წრიდან):

ზრდასრული ცოლ-ქმარი, უკვე დაოჯახებული შვილებით, ოჯახის უფროსმა სამი ბინა გაყიდა ვალების გამო, (მისი მიზეზით ეს ვალები) ისე რომ ცოლს ერთი სიტყვა არ ათქმევინა, და ასე უსიტყვოდ ”პატივმოყვარე” ”ქე რომ ოჯახში სიტყვა ეთქმის” ”როხროხა და გრუხუნა” უკუდო ამპარტავანმა სამი ბინის პატრონი ოჯახი გადაიყვანა ნაქირავებ ბინაში. არ უკითხია არაფერი არც ცოლისთვის, არც შვილისთვის საერთოდ არავისთვის.

შევეხოთ კიდევ ერთ ფენომენსაც ქართულ რეალობაში (მიყვარს ეს კომბინაცია):

ეს არის უკვე დაოჯახებული მამაკაცების ფენომენი. მოქმედ პირთა წრე ამ შემთხვევაში უფრო დიდია მამაკაცი, მისი მეუღლე და ხშირ შემთხვევაში შვილები, და მათ ფონზე მამაკაცის ახალი გატაცება, რომლისთვისაც მზად არის დატოვოს ოჯახი (და ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება), თუმცა ოჯახის დატოვება არც 5 წამში ხდება და არც 5 დღეში, ახალი სიყვარულის გამოჩენამდე ასეთი მამაკაცი უკვე ფსიქოლოგიურად განწყობილია იმისთვის, რომ მას შესაძლოა ოჯახი დაენგრეს (ნუ ეს მისთვის დანგრევა არ იქნება), მას და მეუღლეს შორის ურთიერთობა დიდი ხანია რუტინად არის ქცეული, გრძნობა მინავლებულია (IF ANY), მხოლოდ დაუსრულებელი მოვალეობები, ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, და შესაძლოა მათაც არ ასრულებდეს სრულად, მოკლედ რომ ვთქვათ ფონი მზად არის იმისთვის, რომ ზეაღნიშნული მამრი გარე-გარე აცეცებდეს თვალებს და ეძიებდეს ახალ გატაცებას, სიყვარულს, საყვარელს და ა.შ. (ნუ აქ ცხადია იწყება დაუსრულებელი თათბირები, შეხვედრები, ლანჩები, ვახშმები, სადილები, ბანკეტები, პროექტების მთელი სერია და სახლში მხოლოდ მინავლებული სახით დასაძინებლად მისვლა).

აქ ჩემი პირადი გამოცდილებიდან უფრო მეტი მაქვს სათქმელი, რადგან ის ადამიანები, რომელთაც ერთ დროს ჩემი შეყვარებული ან საქმრო ერქვათ დღეს უკვე დაოჯახებულები არიან და შვილებიც ჰყავთ. მათ არ ავიწყდებათ ჩემი ტელეფონის ნომერი, არც დარეკვა და ორი ან სამი შვილის დაფიცება იმის სათქმელად, რომ ისევ ვუყვარვარ :) :) მძიმე სურათია საკმაოდ. ხშირ შემთხვევაში გაჭირვების ტალკვესიც ვარ, დარეკვა და შეძრწუნებული ხმა: ”ესე ესე არის საქმე და რა ვქნა, როგორ მოვიქცე?” (არ ვაყვედრი არავის არანაირად, სრულიად უცხო ადამიანსაც შემიძლია დახმარება გავუწიო ჩემი საკუთარი სურვილით). ყოფილებს რომ თავი გავანებოთ, ახალი ”თაყვანისმცემლებიც” ბევრნი არიან დაოჯახებულთა რიგებიდან, ჰმ მაოცებს ეს ხალხი, მაოცებს . .  .

არ შეიძლება ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაუფიქრებლად და გაუაზრებლად გადადგა, დღეს ეს გინდოდეს და ხვალ აღარ გინდოდეს, სხვისი ბედით ითამაშო, შენი პატივმოყვარეობა და სახელი შელახო . . .

დავუბრუნდები სათაურს, თორემ ძალიან გავცდი ვატყობ :) კენედი, რომ ქართველი ყოფილიყო? კენედი ჭკვიანი იყო, მან ძალიან კარგად უწყოდა რას ნიშნავდა ჭკვიანი ქალი გვერდით, იცოდა და ხედავდა მისი მეუღლის როლს მომავალ გეგმებში და კარიერაში, არც შემცდარა, მის გვერდით ნამდვილი პირველი ლედი იდგა სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ის არასოდეს დაანგრევდა ოჯახს, მითუმეტეს მონროს მიზეზით.

მაგრამ ქართველი რომ ყოფილიყო? კი, დაანგრევდა აუცილებლად, და აუცილებლად მონროს მიზეზით.

შეიძლებოდა აქ უფრო მეტი გაშლა გამოშლა ამ თემების მაგრამ მეზარება და მეძინება უკვე.

და ბოლოს პოლანსკის ფილმიდან ნაკვესი, რომელმაც ამ პოსტს როგორც იქნა საშველი დააყენა.

და აქვე იგივე ნაწყვეტი რობერტ ჰარისის და რომან პოლანსკის სცენარიდან ”უჩინარი” , მაინც ვაიდა ვინმემ რუსული არ იცოდეს და ინგლისური იცოდეს: :) :)

Ruth Turns off the television. Her mobile phone begins to ring. She glances at it.

Ruth: “It’s Adam, Calling to ask how I think it went” (turning it off)

Let him sweat.

Ghost: “Does he always ask your advice”

Ruth: “Always. And he used to take it. Until just lately”.

ახლა მთლიანად ფილმში რა როლიც აქვს ამ ქალს იმას ნუ გაითვალისწინებთ და აგენტზე ნუ შეაჩერებთ არევანს , მე უბრალოდ ჭკვიან ქალზე და მის როლზე გავაკეთე აქცენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში :) :)

Dreams are my reality

What I cannot bear is the next failure in my love affairs . . . too tired of all that mess and troubles and torture . . . I am definitely sure that I don’t need these anymore . . . love seems good but not for me as I don’t know how to treat it, at least I was never taught how to treat it. Sweet for others became bitter and chili for me. I don’t know the reason of it and I have no mood to seek for reasons, no time for that; too many games were played and guess who was a toy in these games? Quite easy! it was always me. So that’s the reality I hate.

I love dreaming. I find my peace in them. I am a terrible, terrible dreamer. It isn’t good of course but dream is the bed I can rest in, the place where I feel real myself and I don’t want anybody to disturb me. I hate when someone knocks at my dream door.

So please just leave me alone with my dreams if you’re not sure of fulfilling these dreams.

Theme from “La Boum”

 

Dreams are my reality

A different kind of reality

I dream of loving in the night

And loving seems alright

Although it’s only fantasy

 

If you do exist

Honey don’t resist

Show me a new way of loving

Tell me that it’s true

Show me what to do

I feel something special about you

Link for download La Boum

13 წერილი ქუცნას – მე ქუდბედიანი დავიბადე (ამაყად)

შეიძლება დიკენსის დავიდ კოპერფილდიც გაგახსენდეთ მაგრამ სხვა რა გზაა :) :) მე დავიბადე, ხუთშაბათ დღეს, დილის 7 საათზე, სამშობიაროს გარეთ სამეგრელოდან საგანგებოდ ბაბუასგან წარგზავნილი დელეგაცია მელოდა, რომელსაც აწ გარდაცვლილნი სოციალისტური შრომის გმირი ვინარი სხულუხია და მისი მეუღლე გენო ხვიჩია ედგნენ სათავეში. ვაჰ აბა! დავიბადე და ბიცოლას გადმოუჩხავლია ზემოდან გოგოა გოგოაო (მამაჩემის ციტატა) ბებიაქალმა კი მოწიწებით ამიტაცა (ახლაც ვგრძნობ მაგას მე), თან მოყოლილი ქუდი ნაზად ამხსნა თავიდან და იყვირა სამეგრელოს დედოფალი დაიბადაო, ვაჰ აბა რა შუაგულ კახეთში დაიბადა სამეგრელოს დედოფალი!!! თან ქუდბედიანი!! ხო აქვე შენიშვნა დავიდ კოპერფილდი პერანგიანი დაიბადა. მაგრამ ქუდბედი უფრო მისტიკურია და სჯობს პერანგს. მაგ. იესო ქრისტე, ალექსანდრე დიდი, ლორდ ბაირონი და ხალილ ჯიბრანი ქუდბედიანები დაიბადნენ თურმე. მრავალი ლეგენდა არსებობს ქუდბედიანებზე, ზოგ ქვეყანაში მათ ცეცხლზე წვავდნენ როგორც ჯადოქრებს, ვამპირებს ან მაქციებს (ჰმ ”ბინდი” გამახსენდა), თუმცა ბერძენი და რომაელი მოღვაწეები ყიდულობდნენ ქუდბედს რადგან ითვლებოდა, რომ მას სიბრძნე, პატივისცემა და სამართლიანობა მოჰქონდა. ქუდბედიანები ადვილად აღსაზრდელები არიან თუმცა დროთა განმავლობაში ხალხი გრძნობს მათ განსაკუთრებულ თვისებებს და ვერ უგებენ და ერიდებიან კიდეც მათ. წინასწარმეტყველების და ქვეყნებში ვირტუალური მოგზაურობის რა მოგახსენოთ მაგრამ ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს რომელსაც ასევე კარგად ვნიღბავ. და რა შემიძლია და რა არა ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ :) :)

ზღაპრები

ჩემი ცხოვრება ზღაპრებით დაიწყო ქუუც, შენც ხომ ჩემი ზღაპრის ნაწილი ხარ, ახლაც ზღაპარში ვცხოვრობ, ოღონდ ჯერ მხოლოდ ნაცარქექიები დარბიან ჩემს გარშემო (NO PRINCE); ჩემი კეთილი მეზღაპრე პაპაჩემი იყო, მის ხელში ზღაპრების წიგნი არ დამინახავს ყოველთვის ზეპირად მიყვებოდა, ემოციებით, მიმიკებით, ხელებით ხან იატაკზე გაგორდებოდა, ხან ჰაერში ამახტუნებდა, მერე მოყოლილი ზღაპრის წიგნს დამიდებდა და მეც ინტერესით ვათვალიერებდი, ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი ჩემით, ცოტა რომ გავიზარდე ენციკლოპედიის თვალიერება დავიწყე, იმიტომ, რომ იქ ბევრი სურათები აღმოვაჩინე ადამიანების, მცენარეების, ცხოველების, ფრინველების, სულ ფერად-ფერადები, და დავდევდი ბაბოს და ვეხვეწებოდი კითხვა ესწავლებინა; არა ბაბო გენაცვალოს ჯერ პატარა ხარ, ცოტაც მოიცადე, ხელი გაგიფუჭდებაო. ერთი სიტყვით ამ ხელოვნებას 2 წლის ასაკში ვეზიარე, თავიდან ეს არ იყო წერა რა თქმა უნდა, ეს იყო ტვიფრა ქაღალდზე, მოგვიანებით დაიხვეწა მხოლოდ სისწრაფე, რაც ძალიან ძალიან შემიქეს როდესაც გამომძიებლის თანაშემწე ვიყავი, ჩვენებებს სწრაფად ვიწერდი და უხაროდათ. კითხვით კიდევ უფრო სწრაფად ვკითხულობდი, კლასელებს მოსწონდათ მე რომ ზღაპრებს ვუკითხავდი, ეს იმ ასაკში, როდესაც ბავშვები ჯერ სიტყვებს და ასოებს შორის ნერწყვის ხანგრძლივი ყლაპვით კითხულობენ. ერთი დღე იყო გაცდა ფიზკულტურის გაკვეთილი, გარეთ ხომ არ გაგვიშვებდნენ, დაგვტოვეს საკლასო ოთახში და გადაწყვიტეს ზღაპრების წაკითხვა. აბა ვინ წაიკითხავს, ვინ წაიკითხავს არის გნიასი, თამუნა თამუნა სკანდირებს კლასი ჰუჰუჰუ სკანდირებს :) :) :) მოკლედ გამოვედი დაფასთან და დავიწყე კითხვა;  წავიკითხე ერთი ზღაპარი, მეორე, მესამე, მეოთხე და ჰოი საოცრებავ, მეხუთზე ზღაპარზე ასოებმა ხტუნვა დაიწყეს, აირივნენ ერთმანეთში, იქვე ვაი დედა დამიძახია თურმე, და თამუნა თავის ზღაპრების წიგნიანად იატაკზე აღმოჩნდა გულწასული, იმის მერე ზღაპრების წასაკითხად აღარ გამოვყავდი მასწავლებელს :) :) :) ეჰ არადა როგორ მიყვარს.

ერთი მეზობელი მყავს სოფელში ქუუც, ასე 55 წლამდე ქალბატონი, ძალიან ძალიან განათლებული და უთბილესი ადამიანი, წიგნით ხელში დავლანდე ერთ დღეს ვერანდაზე და ვკითხე: ”რას კითხულობთ?” და მან მიპასუხა: ”ზღაპრებს თამუნა ზღაპრებს, მე ისევ ზღაპრებს დავუბრუნდი, ისინი ხომ ყოველთვის კარგად მთავრდება”, მესიამოვნა იცით, ასე, რომ მიპასუხა, ცოტა დავსევდიანდი, და ახლა დღევანდელი გადასახადედიდან უფრო ვრწმუნდები, რომ მართლაც მხოლოდ ზღაპრები მთავრდება კარგად.

ქუც ჩემი ზღაპარიც ხომ დამთავრდება კარგად?

Little Litterator

აქ ალბათ პრინცი ვივარაუდე :) :)

და სად არის აქ თუთა?

რატომ მომინდა ტანკის აწყობა ბაღში? (გაკვირვებული)

ეს იცანით ხომ?  :)

ხატვის ნიჭი აშკარად არ მაქვს :) ამიტომ სკოლაში  ხატვის დავალებებს   დედაჩემი ასრულებდა ფრიად წარმატებით

”მე შენს გონებას სიზმრებით ჩავწვდები”

მე და დიკაპრიო ერთად გავიზარდეთ :) ახლაც შეიძლება ნახოთ ჩემს სახლში წიგნები, რვეულები დიკაპრიოს ფოტოებით, სტიკერებით, შემორჩენილი ძველი 90-იანი წლებიდან, მახსოვს კედლებზე მისი პოსტერები მქონდა გაკრული .. .

ლეოს ანგარიშზე უამრავი ფილმია, ”ტიტანიკი” მათ შორის ყველაზე გამორჩეულია თუმცა მე ამ ფილმს მის, როგორც მსახიობის წარუმატებლობად განვიხილავ.

მისი ადრეული ფილმებიდან ავღნიშნავ 1993 წელს გადაღებულ ფილმს ”რას მიირთმევს გილბერტ გრეიფი”, რამაც 19 წლის ასაკში პირველი ოქროს გლობუსის და ოსკარის ნომინაცია მოუტანა მსახიობს, 1995 წელს გადაღებული ფილმი ”სრული დაბნელება”, სადაც ლეონარდო არტურ რემბოს რულს ასრულებს (ფილმი ასახავს რემბოს და ვერლენის ურთიერთობებს) და 1996 წელს გადაღებული ”მარვინის ოთახი” რობერტ დენიროს, მერილ სტრიპის და დაიან კითონის კომპანიაში.

ხოლო უახლესი ფილმებიდან რა თქმა უნდა გენიალური მარტინ სკორსეზეს ”ნიუ იორკის ბანდები”!!!!  LOVE THAT GORGEOUS FILM!!!!!

ბოლო ფილმი ”დასაწყისიINCEPTION ჯერ არ მაქვს ნანახი, იმედია ბილეთები შემხვდება და მალე ვნახავ.

ფილმი სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება 160 000 000$ ბიუჯეტით, მთავარ როლებშო ლეონარდო დიკაპრიო, მარიონ კოტიარი როგორც femme fatale, ელენ პეიჯი, მუსიკა ჰანს ციმერი, რეჟისორი ქრისტოფერ ნოლანი.

ფილმის პრემიერა 16 ივლისს შედგა, მისი ბიუჯეტი 160 000 000$, გამოსვლიდან პირველ კვირას ფილმმა უკვე  $62,785,337 შემოსავალი მოიტანა, ჯამში 21 ივლისის ჩათვლით მიღებულია $108,091,000.

ლეონარდო დიკაპრიო

რას ამბობენ? ამბობენ მატრიცას შემდეგ საუკეთესო ფილმია სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟანრშიო. ვნახოთ ვნახოთ . . . .

მარიონ კოტიარი – ჩემი საყვარელი მომენტი

დიკაპრიო ფილმში ასრულებს Dom Cobb-ის როლს, რომელიც შედის ადამიანის ქვეცნობიერში და იპარავს იდეებს, სიზმრებს.

ციტატები ფილმიდან:

Cobb: ”რომელი პარაზიტი ცხოვრობს ყველაზე დიდ ხანს? მხოლოდ იდეა. ადამიანის იდეა, რომელსაც შეუძლია ააგოს ქალაქები. იდეა, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას მსოფლიო და ხელახლა დაწეროს კანონები. ამიტომაც მე ვალდებული ვარ მოვიპარო ისინი”.

Cobb: ”ერთი რამ უნდა იცოდე ჩემს შესახებ. ჩემი სპეციალობა უსაფრთხოების განსაკუთრებული სახეობაა, რომელსაც ქვეცნობიერი უსაფრთხოება ჰქვია”.

Fischer: ”სიზმრებს გულისხმობ?”

Cobb: ”მე შენს გონებას სიზმრებით ჩავწვდები”

მიყვარს ეს ბიჭი!!!

 

ბატონო სკორსეზე  მოიფიქრეთ რამე, მინდა, რომ ეს ბიჭი მალე ვიხილო ოსკარით ხელდამშვენებული!

Missing

If I had a single flower for every time I think about you, I could walk forever in my garden. ~Claudia Ghandi

Can miles truly separate you from friends…. If you want to be with someone you love, aren’t you already there? ~Richard Bach

I dropped a tear in the ocean. The day you find it is the day I will stop missing you. ~Author Unknown

I think we dream so we don’t have to be apart so long. If we’re in each other’s dreams, we can play together all night. ~Bill Watterson, Calvin & Hobbes

ლაყაფისტები VS People

ლაყაფი, ლაყბობა

უგვანი, უაზრო საუბარი დიდი ხნის მანძილზე

დღეს სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, თან მანქანაში რადიო პალიტრა -ს ვუსმენდი: ”დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაღალანზღაურებად თანამდებობაზე ლაყაფისტების შენახვას აღარ აპირებს, მაშ ასე ძვირფასო რადიო მსმენელბო ვატარებთ ინტერაქტიულ გამოკითხვას, ვინ არის   საქართველოს მთავრობაში ლაყაფისტი, ველით თქვენს ზარებს 00-00-00 ნომერზე, მოკლედ, ამ ინტერაქტიულ გამოკითხვაში ხმათა უმრავლესობით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1 ადგილი – მიხეილ სააკაშვილი (ეგ არის ყველაზე დიდი ლაყაფისტი, ჩვენი პრეზიდენტია ყველაზე დიდი ლაყაფისტი, და  მსგავსი ფრაზებით)

2 ადგილი – თემურ იაკობაშვილი (იაკობაშვილს თავისუფლად შეუძლია ამ პაპანაქება სიცხეში თქვას თოვლი მოვაო და ამას სხვებიც აიტაცებენო) :) :)

3 ადგილი – ძმურად გაინაწილეს ძმებმა კუბლაშვილებმა და გია ნოდიამ.

ისე, რომ დაუკვირდეთ როგორ უყვართ მათ ლაყბობა, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე მხოლოდ მათთან გარბიან ჟურნალისტები :) :)

ასე დამთავრდა მოკლემეტრაჟიანი რადიო-გამოკითხვა, სხვათაშორის ამ თანმიმდევრობას თავად მსმენელებიც ასახელებდნენ, ზოგი არაკორექტული იყო, ზოგმა გააკრიტიკა გილაური ფრაზისთვის, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის შესახებ: “ეს იყო უაზრო და უშინაარსო ლაყაფი. გილაურმა ერთხელ მითხრა, იმდენად სუსტია, მთავრობის სხდომიდანაც კი გავაგდეო”.

ახლა შეძლებისდაგვარად დავშლი სტატიას, მისი სათაურიდან გამომდინარე ალბათ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ (1) მთელი ამ ხნის განმავლობაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ვინახავდით ლაყაფისტებს, (2) რომ დაბალანაზღაურებად თანამდებობებზე კვლავაც ლაყაფისტები რჩებიან, და რომ (3) თანამდებობის წონა და პასუხსისმგებლობა მხოლოდ მისი ანაზღაურების სიდიდე სიმცირიდან გამომდინარეობს.

ტვირთის გადამზიდი 10 ლარს, რომ იღებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მიტანისთვის, ეს უკვე მისი პასუხისმგებლობაა, მერე რა რომ ის მიზერულ 10 ლარს იღებს ამისთვის, მას მიაქვს 500 ლარის ტვირთი, მისი დაზიანების, გაფუჭების ან დაკარგვის შემთხვევაში მას 500 ლარის გადახდა მოუწევს.

პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა, არ აქვს მნიშვნელობა მისთვის 10 ლარს გიხდიან თუ 5000 ლარს.

“ეს იყო უაზრო და უშინაარსო ლაყაფი. გილაურმა ერთხელ მითხრა, იმდენად სუსტია, მთავრობის სხდომიდანაც კი გავაგდეო” და ისევ პრეზიდენტის თქმის არ იყოს, თუ სხდომიდან გააგდო, თანამდებობაზე რატომ დატოვა? რა ცოტა ხნით კუთხეში დააყენა ტურიზმის დეპარტამენტის თაცვმჯდომარე და შემდეგ აპატია? თუ საშემოდგომო გამოაყოლა?

”პრეზიდენტის თქმით, ყველა დეპარტამენტში თავად მივა და შეამოწმებს, ვინ როგორ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას”.

ეს კარგია, ვიღაცამ ხომ უნდა შეამოწმოს J მინისტრები რას აკეთებენ ამ დროს? არ შერცხვებათ მათი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დეპარტამენტების შემოწმებას პრეზიდენტი რომ დაიწყებს? იქნებ მინისტრებიც გამოსაცვლელები არიან? მაგრამ ახლახან არ გამოვცვალეთ? ასე მალფუჭებადები თუ არიან რაღაც უნდა მოვიფქროთ, იქნებ შენახვის პირობები შევცვალოთ?

მოკლედ, მეც ლაყბობა, რომ არ გამომივიდეს აქ დავასრულებ პოსტს.

სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

პროგრამა თითო ლაყაფისტს თითო ლეპტოპი წარმატებით განხორციელდა!!!!!!

სამზარეულოს წმინდა სამება

”ზოგს უყვარს ხატვა ან ბაღის მოვლა ან სარდაფში ნავების გაკეთება, ხოლო ზოგი ზღაპრულ სიამოვნებას იღებს სამზარეულოში ტრიალით, რადგან საჭმლის მომზადება ისეთივე კრეატიული და ხატოვანია, როგორც თავად ხატვის პროცესი, ხეზე მუშაობა ან მუსიკის შექმნა” – ჯულია ჩაილდი.

”ვფიქრობ რეცეპტი არის მუსიკა, რომელსაც ჭკვიანი მზარეული ყოველთვის სხვადასხვანაირად ააჟღერებს” – მადამ ბენუა

”საუკეთესო დრო წიგნზე ფიქრისთვის არის ჭურჭლის რეცხვის დრო” – აგატა კრისტი

აგატა კრისტს ვეთანხმები, უამრავი საინტერესო იდეა მომსვლია ჭურჭლის რეცხვის ან საჭმლის მომზადების დროს. თუ ამზადებ საჭმელს, ეს მონდომებით და სიყვარულით უნდა გააკეთო, მხოლოდ მაშინ გამოდის გემრიელი, თუ შენთვის ამზადებ შენს თავს უნდა სცე პატივი და თუ სხვებისთვის, ისინი იგრძნობენ, რომ შენ მათზე იზრუნე და ყველაფერი გააკეთე მათი სიამოვნებისთვის. თუ უხასიათოდ ხართ ნუ ჩამოყრით ყურებს შედით სამზარეულოში და რამე გააკეთეთ, მაგ. ხახვი დაჭერით, ცოტა ცრემლი წამოგივათ ცოტა, გულზე მოგეშვებათ და ჰოი საოცრებავ, ხახვიც დაჭრილია. გაბრაზდით ვინმეზე, გინდათ რომ ვინმეზე ჯავრი იყაროთ, წიწაკას უკიჭეთ და დამერწმუნეთ მთელს თქვენ გაბრაზებას მხოლოდ ენის წვერზე დაიკიდებთ. მთელი დღე არ გიჭამიათ, დაიღალეთ და თან მადაც არ გაქვთ, დაჭრილი, ქორფა ქინძი დაიყარეთ ხელის გულებზე და თქვენს დიდ თუ პატარა ცხვირთან მიიტანეთ, მადაც მოვა, ოღონდ თითებსაც ზედ ნუ მიაყოლებთ. სწორედ ეს გახდა მხატვარ ლინდა პოლის შთაგონების წყარო, სამხრეთულ სამზარეულოში წიწაკას, ხახვს და მწვანილეულს წმინდა სამებად მოიხსენიებენ და აი ისიც:

წმინდა სამება

LINDA PAUL WORKS

ვერ ვგუობ ადამიანს, რომელიც ამბობს: ”მე კვერცხის შეწვაც არ ვიცი”, ქათამიც ვერ წვავს კვერცხს, მხოლოდ დებს.

ჩემი რამოდენიმე პროფესიის მიუხედავად, მე მაინც მგონია რომ მოწოდებით შეფ-მზარეული ვარ (შეფობის გარეშე არ შემიძლია), ამ წმინდა ადგილისადმი სიყვარული პირველ რიგში ბებიას დამსახურებაა, მან მომამზადებინა პირველი კერძი – ლობიო ქოთანში, მეგრულად, მაშინ მე-5 კლასში ვიყავი, მახსოვს ბოსტანში გამიშვა შენ რაც მოგეწონება ის მწვანილი მოკრიფეო, მე ზოგი სუნით ზოგი ფერით შევარჩიე, შეიძლება ბალახიც გამოვაყოლე არ მახსოვს J , მაგრამ ბალახი არ იქნებოდა იქ ბებოს ძალიან მოვლილი ბოსტანი ჰქონდა (და აქვს) და შემდგომი სიყვარული გაამძაფრეს უკვე პაპამ და მამამ.

იმპროვიზაცია – ჩემი კოზირი სამზარეულოში

თუ თქვენ  არასოდეს  მოგიმზადებიათ კერძი მაშინ ცხოვრების მთავარი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ, და თუ მოამზადეთ მაგრამ ვერ ისიამოვნეთ, მაშინ ფრიგიდული ხართ ©

კადრი ფილმიდან “ცხოვრების გემო”

პრეზიდენტი თუ ექსპრეზიდენტი

მიმართვა ექსპრეზიდენტი არაპოლიტკორექტულია, პრეზიდენტი ეს არის წოდება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება ადამიანს. შესაბამისად, საუბარში, სტატიებში, და ა.შ. სხვა საჭიროებისას მოვიხსენიებთ, როგორც პრეზიდენტს, მაგ. პრეზიდენტი შევარდნაძე, პრეზიდენტი გამსახურდია (საქართველოს შემთხვევაში).

ეს არის ე.წ. ”Life Title”.

მაგ. პრეზიდენტი ბილ ქლინტონი ან ბილ ქლინტონი, აშშ-ს 42-ე პრეზიდენტი. თუ ვსაუბრობთ, რაიმე ისეთ მოვლენაზე ან შემთხვევაზე, რომელიც უკავშირდება პერიოდს პრეზიდენტად არჩევამდე , მაშინ ვამბობთ: ბილ ქლინტონი, არკანზასის გუბერნატორი, რადგან პრეზიდენტად არჩევამდე იგი არკანზასის გუბერნატორი იყო.

ყოფილი პრეზიდენტი ან ექსპრეზიდენტი არ გამოიყენება.

განსაკუთრებით მსურს, რომ ეს ჟურნალისტებმა იცოდნენ, სამწუხაროდ მათ ეშლებათ ყველაზე ხშირად.

პრეზიდენტი ბილ ქლინტონი და პრეზიდენტი ჯონ კენედი – 1963 წლის 24 ივლისი

Bill Clinton shaking hands with President Kennedy on July 24, 1963 in the Rose Garden of the White House. He was in Washington, D.C. as a delegate from Arkansas to the Boys Nation Convention.

5 რამ რაც მიყვარს ანუ თაგუნიები

დავიწყოთ იქედან, რომ 5 არ მყოფნის, ამიტომ შემდეგი თაგ ობიექტისთვის ავწევ სტავკებს და მივცემ საშუალებას უფრო მეტი სიყვარულის ობიექტი ჩამოწეროს.

1. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს მიყვარს კაცი (იმედია მემუარების დროც მოვა, რომელსაც კონკრეტული კაცი გაგებით შეხვდება) როგორი?

დაახლოებით ასეთი

თვისებები, ხასიათები და ბლა ბლა ბლა მერე მოგვიანებით

2. მიყვარს ქალი, ლამაზი ქალი, ეს ისე უბრალოდ ვაღიარებ ქალის სილამაზეს როგორც ქალი, ეს კარგია, არ მშურს და კარგია

აი ასეთი ქალი

3. მიყვარს ზღვა, ცურვა, ცურვა, ძალიან მამშვიდებს და საკუთარ თავთან მაბრუნებს, ძალიან ძლიერია ზღვა

4. მართალია ახლა ძალიან ცხელა მაგრამ მზეც მიყვარს, ჩემი მფარველი პლანეტაა თან

5. რბოლა, რბოლა ჩემი სისუსტე სიჩქარე, სპორტული მანქანები მიყვააააარს, მრბოლელები

ეჰ :(

6. ცხენები, ჯირითი ალბათ, კარგი ჟოკეი ვიქნებოდი ასე მგონია, ძალიან მიყვარს, მშვიდი და მეგობრული არსებაა, პაპას ჰყავდა თეთრი ძალიან ლამაზი ცხენი, ხშირად მსვავდა ხოლმე.

ზღვაც და ჯირითიც ერთად ჰუჰ რა მაგარია

7. წიგნები ისე მიყვარს რომ ვფლითავ და ვგლეჯ ზედმეტი სიყვარულისგან :)   მათაც ვუყვარვარ და მპატიობენ.

თუ რამე გამომრჩა არა უშავს სიყვარულის ახსნის დრო არასოდეს არის დაგვიანებული, კიდევ დავწერ და კიდევ დავთაგავ.

ძვირფასებს: კატიეს, ქევანას, ადოს და ჭუკლის მადლობა თაგუნიებისთვის.

მეც ჩემი მხრიდან თაგუნიები დიდი სიყვარულით ჩემს ლანდიშას და ნასტასიას, ველი პოსტებს.

თქვენი ლიტერატორიიიიიი

12 წერილი ქუცნას – მე, რობოტი

ქუც წერილი მინდა მოგწერო მელნით, ფრთით და ფურცელზე, ნოსტალგიები მაქვს, ძველ ფილმებს ვუყურებ, ძველ წიგნებს ვიხსენებ, ძველ გახუნებულ სურათებს ვათვალიერებ, წარსულს ვეჭიდები? რომელ წარსულს, მე ხომ ბატის ფრთით წერილი არასოდეს მომიწერია შენთვის და არც შენ ჩემთვის. მე რას ვფიქრობ იცი? მგონი ზედმეტად გათანამედროვებული ცხოვრების რიტმი მომყირჭდა, გარობოტდა და გატექნიკდა გარემო, ყველა ზომის, წონის და ტვინის რობოტს ნახავ ჩემს გარშემო, უფრო სწორედ კი არ ნახავ დაერობოტკონტაქტები სხვადასხვა სარობოტ-საკონტაქტო საშუალებებით, გავბოროტდი . . . კი არა და, გავრობოტდი, ჰო მეც რობოტი ვარ, რომანტიკა? არა რომანტიკული რობოტები არ არსებობენ ქუუც, როგორ განვერიდო, ყველგან თან მომდევენ, ნაბიჯს ვერ გადადგამ მათ გარეშე, გჭირდებიან, შენც სჭირდები მათ, ორმხრივი ვნება გვაკავშირებს. ჰა, ვნებიანი რობოტი, ძალიან სასაცილოა ხო ქუც, ხედავ ეს წერილიც როგორი რობოტული გამოვიდა? ახლა ხომ ხვდები რატომ მინდა მელანი, ფრთა ან თუნდაც ფრთები, რომ მოვფრინდე მანდ და თავად მოგიყვე ყველაფერი, ვიცი შენი სახლი როგორია, შენი ოთახი ბევრი წიგნებით, შენთან სადაც არ არიან ბოროტები და რობოტები, შენთან სადაც მხოლოდ სიმშვიდეა, სიმწვანე და ბევრი წიგნები და შენთან სადაც შენ ხარ და ხარ მხოლოდ ჩემთვის. ხვდები როგორი დაღლილი ვარ? ხო, იღლებიან რობოტოებიც, ასე შექმნილი რობოტი იღლება კიდეც და ზოგჯერ ძილსაც ახერხებს, მშფოთავი ძილი მაგრამ მაინც ძილი;

წავედი ახლა ქუც, იმედია გაგახსენდები ხანდახან მაინც, არ გეგონოს რომ დამავიწყდი, ნუ მსაყვედურობ ხოლმე სად ხარ, სად დაიკარგე, რატომ არ იცლი ჩემთვის . . . მე სულ მახსოვხარ, მაგრამ ვერ გწერ, მე ხომ რობოტი ვარ, რომელიც დღე და ღამე უწყვეტად რობოტობს.

კარგად ქუც .

ყველა წიგნს ეტყობა რომ მე წავიკითხე – ყველა დაფლეთილია

არ ვუფრთხილდები იმას რაც მიყვარს

გახსოვს ამის გამო რომ მეჩხუბებოდი ხოლმე?

Fეისბუქი vs წყარო

ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ, ასე 10-15 წლის პაპაჩემმა ერთი ხუმრობა თუ მერე ხუმრობად  ქცეული ნამდვილი ამბავი მომიყვა ჩვეული იუმორით:

სოფელში წყაროზე თავშეყრა დიდ როლს თამაშობს, არჩევენ ამბებს, ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთის შესახებ, მეზობლების, მეზობლების მეზობლების შესახებ, ამასობაში ზოგი წყალს ავსებს, ზოგი რეცხავს, ზოგიც რიგში დგას და ბჭობენ რა ხდება დუნიაზე.

ერთ-ერთი წარმატებული ოჯახის უფროსი სოფელში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნეს.

სანამ დანიშნავდნენ:

წყაროდან დაბრუნებული ცოლი ქმარს ეუბნება: ”შენზე ამბობენ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ უნდა დანიშნონო

ქმარი: ”ნეტაი ჭორებს ყურს არ უგდებდე, რა თავმჯდომარე რი თავმჯდომარე”

ასე ორიოდ დღის შემდეგ ეს კაცი დანიშნეს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ.

წყაროდან დაბრუნებული ცოლი: ”ამბობენ შენს კოლმეურნეობაში შაქროს, რომ ტრაქტორები აბარია, ჩუმად საწვავს ყიდისო და ფულს იჯიბავსო”

ქმარი: ”ქალო, განა მაგის მეტი საქმე არა გაქვსოო?”

წყაროდან დაბრუნებული ცოლი: ”ამბობენ ღამით ყურძენს კრეფს ვიღაც ვენახში და აბარებს ქარხანაშიო და კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ციხე ემუქრებაო”

ქმარი: ”რა ციხე რის ციხე, უსაქმურების ხროვაა მაგ თქვენს წყაროზეო”

ორიოდ დღის შემდეგ ქმარი დაიჭირეს.

მივიდა ცოლი ციხეზე სანახავად და ქმარს ეუბნება: ”პროკურორი ამბობს 15 წელი ემუქრებაო

ქმარი: ”პროკურორმა კი არა ქალო წყაროზე რას ამბობენ წყაროზე, ეგ მითხარიო”

კოლმეურნეობის თავმჯდომარე :) ფილმიდან ”სიყვარული ყველას უნდა ”

ახლა შეგიძლიათ წყარო ამოაგდოთ ამ ამბავიდან და ჩასვათ Fეისბუქი

ეროვნული გამოცდები ეროვნულად

2 ივლისი, ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე, ჩემი და არის აბიტურიენტი და  ძალაუნებურად მეც მოვხვდი ამ გაუგებრობაში :) :) წავიყვანე გამოცდაზე  GSAU- ში, მეორე ეტაპი 2 საათზე იწყებოდა და საშინელი სიცხე იყო, გზა აბსულუტურად პარალიზებული მანქანების ნაკადისგან, ფაქტობრივად მცხეთის გადასახვევიდან დიღმის შესასვლელამდე მანქანების მწკრივი იყო, ბავშვები პატრულის დახმარებით შუა ტრასაზე ჩამოდიოდნენ და შერბოდნენ უნივერსიტეტში. მოკლედ ჩემი დაც ასე ჩამოსვეს და მე წავედი, 2-ზე იწყებოდა 7-ზე მთავრდებოდა, ვიფიქრე მერე გაუვლიდი. გზა და გზა ცოტა ნელა ვიარე (ჩქარა ვერც შევძლებდი იქ) ვიდეო და სურათები გადავიღე (3.2 Mega pixels Sony Ericsson) მგონი არა უშავს :)

ეროვნული მანქანების ეროვნული რიგი

მოახლოვდა შვიდი საათიც და ისევ მივედი დანიშნულ ადგილას, ხალხი ლოდინის რეჟიმში, ზოგი წამოწოლილი, ზოგი პიკნიკებით, ზოგი ხეზე იჯდა და ა.შ.

ჰამაკი და მისი ჯანი

გულშემატკივრები უნივერსიტეტის ზღუდესთან

ხიდან გადაჰყურებენ იქნებ უფრო კარგად დავინახოთო (ნეტავ ცხენით რატომ არავინ ჩამოიარა )

როგორც იქნა გამოვიდა ჩემი და უკან მივდევ იმ ტყე-ღრეში კინაღამ თავ-პირი დავიმტვრიე