Géorgie

Love your country. Your country is the land where your parents sleep, where is spoken that language in which the chosen of your heart, blushing, whispered the first word of love; it is the home that God has given you that by striving to perfect yourselves therein you may prepare to ascend to him

~Giuseppe Mazzini~

AND I LOVE MY COUNTRY!

I would like  to give you some impression about my country  through pictures:

 

TETNULDI – peak in the central part of the Greater Caucasus Mountain Range, located in the Svaneti Region of Georgia.

USHBA – 4,690 m

 

DAVID GAREJI - is located in Eastern Georgia, 25 km from Tbilisi, on Iori plateau near the border of Georgia and Azerbaijan. It includes the complex of 19 Medieval monasteries with approximately 5 000 cells for monks.

 

Vineyard and grandfather

 

Tiflis – capital of Georgia

 

Medea Japaridze – Famous Georgian Actress (1923– 1994)

 

გადასახადები, გადასახადები . . .

ახალი საგადასახადო კოდექსი, რევოლუციური, თავბრუდამხვევი, დღე და ღამე ჩვენზე ფიქრსა და ზრუნვაში შემუშავებული, არც მეტი არც ნაკლები ისევ გადასახადის გადამხდელებს და ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს დააწვებათ კისერზე.

უამრავ სფეროს რომელიც თავისუფალი იყო ან იხდიდა ნაკლებ გადასახადს,  დაემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი ან გაიზრდება იმის მოცულობა, რასაც აქამდე იხდიდა.

დამატებითი ღირებულების გადასახადით დაიბეგრებიან უმაღლესი სასწავლებლები, გადასახადით დაიბეგრება სამედიცინო აპარატურის მიწოდება-გაყიდვა, ბინების ყიდვა-გაყიდვა ანუ საუბარია როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქე ყიდის ან ყიდულობს ბინას, სახლს, აქვე ირკვევა, რომ სპირტიან სასმელებზე და ლუდზე აქციზის გადასახადი ორმაგდება. არც ბეჭდვითი მედიაც გამორჩენიათ დასაბეგრთა სიიდან.

და რომ არ დამავიწყდეს აქვე, სატელეფონო საუბრებზეც დაწესდა +10% აქციზი.  ანუ ბევრს ნუ იჭიკჭიკებთო

რაც ნიშნავს იმას, რომ  ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ გამომრჩა, აუცილებლად გაძვირდება.

ასე მაგალითად დღგ-ს გადამხდელს უფლება აქვს დღგ გადაახდევინოს თავის მომხმარებელს, უნივერსიტეტში სტუდენტი თუ იხდის 1500 ლარს, დაემატება ამ თანხის 18%.

სამაგიეროდ სიახლე გვაქვს ბათუმში,  ჩვენზე დღენიადაგ მზრუნველი მთავრობა სათამაშო ბიზნესის ხელშესაწყობად მათი გადასახადებისგან გათავისუფლებას გეგმავს, ისინი ისარგებლებენ ამ შეღავათებით რათა აჭარაში განვითარდეს აღნიშნული ბიზნესი.

ვურჩევდი ბათუმში და არა მხოლოდ ბათუმში, მთელს ზღვისპირეთში გაკეთდეს შეღავათები სასტუმროზე კომუნალური გადასახადების კუთხით, ანუ შეუმცირდეთ მათ გაზის, ელექტროენერგისი, წყლის გადასახადები, იქნებ დღე-ღამის ღირებულება რომელიც იწყება დაახლოებით 100$ შემცირდეს და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

ასევე ვურჩევდი თვით სასტუმროების მფლობელებს, მეტი ყურადღება მიაქციონ სასტუმროს შიგნით გართობის საშუალებებს მოცეკვავეები, მომღერლები, აქვა აკრობატიკა, ბავშვებისთვის გასართობი ცენტრები, მინი შიდა დისკოტეკები, მინი კინოთეატრები, ოჯახებით რომ ჩამოდიან დასასვენებლად და გასართობად მათ სამორინეები არ გამოადგებათ ამ შემთხვევაში.

წვიმიანი დღეები უფრო ხშირია, შესაბამისად შიდა გართობის საშუალებები უფრო იმუშავებს და წარმატებული იქნება.

თუ რამე გამომრჩა კიდევ დავამატებ მოგვიანებით.

ალუბლები

წლების წინ მამაჩემმა ალუბლის ხე დარგო აივნის ქვეშ, პატარა ბაღში, სკოლაში დავდიოდი ჯერ კიდევ როდესაც დილით ჩემი გაღვიძება დაენანათ და კარი გარედან ჩაკეტეს, შეეშალათ და იმ გასაღებით ჩაკეტეს, რომლითაც შიგნიდან ვერ გავაღებდი :) აივნიდან ჩავხტი (მეორე სართული იყო გული ნუ გადაგიტრიალდათ), აბა რა მექნა სკოლაში მაგვიანდებოდა, ალუბალი ჯერ პაწაწუნა იყო მაშინ, რომ ჩავხტი, ფეხი დამეჭიმა და მას დავეყრდენი, გადატყდა მაგრამ გადარჩა, მე რამოდენიმე დღე სკოლაში ვერ წავედი, მერე თითქოს გაიბუტა ალუბალი აღარ ისხამდა კარგა ხანს, ცოტ-ცოტას თუ გამოისხამდა ნაყოფს, მეზობლის ბავშვებს როგორ დაასწრებდი :) :)

წელს დატკბა ალუბალი, შემომირიგდა :) გუშინ დაკრიფა მამაჩემმა  და ზღაპრული, არაჩვეულებრივი გემოს და სურნელის ალუბლის მურაბა გამოვიდა.

მერე ეს სიმღერაც გამახსენდა, მეგემრიელება ესეც ალუბალივით :) ვიღაცამ იკითხა შავ ღვინოში ალუბალი როგორ უნდა ბანაობდესო?! ჰმ . . . ჩაყარე ღვინოში ალუბლები და მოსინჯე და გაიმეტე დასალევად და მიხვდები და შავ ღვინოს ალუბლის გარეშე ვეღარც წარმოიდგენ . . .

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება,
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები
გზას მიბნევს და..ეგ სიბრმავე მენატრება…

ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა,
ეს ამბორი, როგორც წვიმის ნაფეხური
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა…

მგზავრები – ჩამოტვირთეთ სიმღერა

Белый клык

С особенной яростью и жестокостью Северная глушь ломает упорство человека, потому что человек – самое мятежное существо в мире, потому что человек всегда восстает против ее воли, согласно которой всякое движение в конце концов должно прекратиться.

Волки – это сухопутные акулы. – (Билл)

Кто боится порки, тот все равно что выпорот. – (Генри)

Голод и ярость обычно сопутствуют друг другу.

Ими владела любовь – чувство еще более суровое и жестокое, чем голод. – (о стае волков)

Исхода борьбы с живым существом никогда нельзя знать заранее.

Плотные стены пещеры, резкие толчки носом, которыми наделяла волчонка мать, сокрушительный удар ее лапы, неутоленный голод выработали в нем уверенность, что не все в мире дозволено, что в жизни существует множество ограничений и запретов. И эти ограничения и запреты были законом. Повиноваться им – значило избегать боли и всяких жизненных осложнений.

Вещи бывают живые – и неживые. И живых вещей надо остерегаться. Неживые всегда остаются на месте, а живые двигаются, и никогда нельзя знать заранее, что они могут сделать.

Жизнь достигает своих вершин в те минуты, когда все ее силы устремляются на осуществление поставленных перед ней целей.

Цель жизни – добыча. Сущность жизни – добыча. Жизнь питается жизнью. Все живое в мире делится на тех, кто ест, и тех, кого едят. И закон этот говорил: ешь, или съедят тебя самого.

Жизнь – это неутомимая жажда насыщения, а мир – арена, где сталкиваются все те, кто, стремясь к насыщению, преследует друг друга, охотится друг за другом, поедает друг друга; арена, где льется кровь, где царит жестокость, слепая случайность и хаос без начала и конца.

White Fang, 1906, Jack London

Das ist Bier !!!!!

აუუჰ, რა მწკლარტე გემო აქვს, ფუ რა საშინელებაა, ამას როგორ დავლევ, ეს ის ფრაზები იყო რაც ლუდის შეყვარების მორიგი ცდისას აღმომხდებოდა ხოლმე; ყველა ცდა-გასინჯვა წარუმატებელი იყო, სიყვარული ვერ შედგა; უყურა, უყურა ამ საცოდაობას ჩემმა მეგობარმა (გოგო) და ერთ დღესაც მითხრა: ”ლუდი არ უნდა გასინჯო, ლუდი უნდა დალიო!!!” და დავლიე, დავლიე და შემიყვარდა და თან როგორ, ყოველი დალევისას გერმანული მახსენდება (არ ვიცი) და ვამბობ: ”Das ist phantastisch”. ასე, რომ ვისაც ლუდთან სასიყვარულო ურთიერთობები ჯერ კიდევ წინ გაქვთ დაიმახსოვრეთ ზემო აღნიშნული ოქროს წესი:

ლუდი არ უნდა გასინჯო, ლუდი უნდა დალიო!!!

ეს სიტყვა საიდან მოდის, ლუდის ღმერთი ვინ არის, ვინ მფარველობს, პირველად სად გამოიგონეს და ვინ გამოიგონა და ა.შ. ყველაფერს შემდეგ პოსტში დავწერ გპირდებით (ალბათ ვინმეს ეს აინტერესებს).

ამჯერად უბრალოდ შევეცდები ვუპასუხო კითხვას: ”რა სარგებლობა მოაქვს ლუდს?”

 

 

1. წონა – ლუდი არ შეიცავს ცხიმებს, მაგრამ ლუდში შემავალ ალკოჰოლს და დანალექ შაქარს აქვს კალორიები. კათხა ლუდი დაახლოებით 150-450 კალორიას შეიცავს, გააჩნია კათხის ზომას და ლუდის ტიპს. მაგრამ მისი მოცულობა ერთ ჭიქა ვაშლის წვენზე და ღვინოზე დაბალია.

2. დაბერების საწინაამღდეგო თვისებები – ლუდი აძლიერებს E ვიტამინის მოქმედებას, რომელიც სხეულის მთავარი ანტიოქსიდანტია, და ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს თამაშობს ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში და ანელებს დაბერების პროცესს.

3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ლუდი შეიცავს B6 ვიტამინს, რომელიც ხელს უშლის ჰომოცისტინის წარმოშობას, რაც თავის მხრივ გულის დაავადებების რისკს ზრდის. ლუდი ხელს უშლის სისხლში კოლტების წარმოქმნას და ასევე ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს.

4.  ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

5. ჰიპერტენზია – ლუდის მოყვარულებს (რეგულარული) მაღალი წნევა არ ახასიათებთ.

6.  ანემია (სისხლნაკლებობა)- ლუდი B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის წყაროა, რომლის ნაკლებობამაც შესაძლოა ანემია გამოიწვიოს.

B12 ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია ნორმალური ზრდის, კარგი მეხსიერების და კონცენტრაციის შესანარჩუნებლად.

ეკრძალებათ ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს!

 

ნუ დაჯდებით საჭესთან ნასვამი!!!

შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს, მიირთვით ლუდი ზომიერად!

აჩრდილი (ჩემი, შენი, მისი და . . .)

ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის პოემიდან ”აჩრდილი”, რომელიც ”რატომღაც” ძალიან, ძალიან აქტუალური მეჩვენება  დღევანდელი გადასახედიდან თუ გადმოსახედიდან;  მეტი რა  უნდა დავწერო, ისედაც ყველაფერი კარგად არის გადმოცემული.

”აგერ ტფილისიც!.. ყრმასაც და ბერსაც,

ქალსა — მახინჯსაც და მშვენიერსაც,

დიდსა, პატარას, თავადსა, გლეხსა,

მე უხილავი ყურსა ვუგდებდი,

მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა,

მათს აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი.

ერთგზით შეჰხედავ და იქ ცხოვრება

მართალ ცხოვრებად მოგეჩვენება:

ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ,

ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედობენ,

ჰხედავ ფაცა-ფუცს და ყველგან ჟღივილს,

უბედურ ცრემლთან ბედნიერს ღიმილს, —

მაგრამ მათ ცრემლსა, ღიმილს თუ გრძნობას,

ჭმუნვას, სიხარულს და მოქმედობას,

ფრჩხილის ოდენიც არა აქვს აზრი

და ყველა იგი თვალთმაქცი არი.

ფუჭია იგი მისი ცხოვრება,

უფერულია და ცალიერი,

არც სიცოცხლეა, არც გემოვნება,

არცა საგანი გულწარმტაცველი!

იქ დღე ჰრბის დღესა, ვით ჰრბოდა, გუშინ,

ერთნაირად და უფერულადა,

რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ —

დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა.

გრძნობას — ოქროსა ფასად ჰყიდიან,

მთავრის ღიმილზე — პატიოსნებას,

და დაჟინებულ ბორკილზე სცვლიან

თავის მამულის თავისუფლებას.

ვუვუზელა – მუზმუზელა

მინდოდა დამეწერა ფეხბურთზე, დღევანდელ მატჩზე, ჩემპიონატის დაწყებაზე, მაგრამ არ გამოვიდა, მოედანზე ძილისპირულია, გაუთავებელმა ზუზუნმა კი ტვინი წაიღო (თავიდან ვიფიქრე ტელევიზორმა ხო არ აურია თქო, მაგრამ არა). ხოდა მეც ამ ზუზუნზე გიამბობთ. ვუვუზელა ზუზუნებს; ეს არის თითქმის ერთ მეტრამდე სიგრძის, მკვეთრი ფერების საყვირი, რომელსაც აფრიკელი ფეხბურთის გულშემატკივრები უკრავენ ფეხბურთის მატჩების დროს. 2009 წლის კონფედერაციის თასზე ვუვუზელებმა დიდი ყურადღება დაიმსახურეს (აბა, რა!), ხოლო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის FIFA აპირებდა აკრძალვას იმ მიზეზით, რომ გულშემატკივრები გამოიყენებდნენ მას იარაღად ან ბიზნესმენები განათავსებდნენ მათზე რეკლამებს (რეკლამა ვუვუზელებზე!!!), თუმცა სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ვუვუზელები აფრიკული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, ასე რომ გიხაროდეთ ფანებოოოოო ვუვუზელები დაშვებულია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზ  :) :) :) :)

ზუსტად იმ დღეს,  როდესაც სამხრეთ აფრიკა გამოცხადდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად, 20,000 ვუვუზელა გაიყიდა!!! (რაღა გვიჭირს!)

P.S. რაც უფრო იძაბება სტადიონზე სიტუაცია ან იქმნება საგოლე მომენტი,მით უფრო ძლიერდება ვუვუზელას ხმა. მოკლედ ან უნდა შევეჩვიოთ ან ვუვუზელების დიდი პარტია გამოვიწეროთ აფრიკიდან.

დატკბით :)

სკოლაში

ჩემი ლექსები ყველა შენია
არ ვარ ძუნწი
ვიცი ვერც შეჭამ, ვერც დალევ
ამ ლექსებს
მაგრამ ხომ გათბობს
როცა იცი რომ ეს მე დავწერე,
როცა იცი რომ შენზე დავწერე
ხომ გრძნობ? თუ არა?!
რა მინდა იცი?
სკოლიდან მოვრბოდე
შენს სახლთან მოვდიოდე
და კედელზე ვწერდე
ლექსებს მხოლოდ შენთვის
ჩუმად, მაგრამ ჩემს ხელს ალბათ იცნობ
ბატიფეხურს
უჰ, მაგრამ რა დროს სკოლაა
წავიდა ბავშვობა
დატოვა ლექსები შენთვის
კედელზე არა, მხოლოდ გულში
ხანდახან ვბედავ და ქაღალდზე გადმომაქვს
ქაღალდზე პირობითად
ქაღალდი გაფრინდა, მელანი დაიქცა . . .
ოოჰ, როგორ მინდა კედელზე დაგიწერო
თითები გადამეფცქვნას, მეტკინოს წერით
მერე რა . . ხომ მოხვალ
და თითებზე მაკოცებ, ასე მგონია
ხომ ვიტირე ერთხელ და ხომ დამამშვიდე . . .

9 ივნისი, 2010წ.

ურითმოდ

რითმებს ვებრძოლე

დაღლილი ჩამოვჯექი ქვაფენილზე

ზეცას ავხედე ჭმუნვით

და წვიმა ვინატრე . . .

ჰმ, მარტო წვიმა არაა

შენც გინატრე

აქვე ჩემს გვერდით, ქვაფენილზე . . .

თბილი თვალებით

თბილი ხელებით

აქ მინდა მყავდე  . ..

ერთად ჭმუნვას ხომ არაფერი სჯობს

წვიმად მოხვიდე

ნისლად ჩამოდგე

ან შენი სურნელი

მოიტანოს უხეშმა ქარმა

არ მინდა რითმა

სურვილს მიკარგავს

ურითმოდ მე შენ უფრო მიყვარხარ . . .

8 ივნისი 2010წ.

ჩემი გული

ერთი კელია, ეული სკამი

და ზარიც რეკს,

მთებიც ჰყვებიან

ეს ალავერდია . . .

და მიდიან

წინ ისევ მთებია

თოვლის ქურქებში

იქ მდინარეა

იგი ბობოქრობს

ვერ ჰგუობს კალაპოტს

ეს ალაზანია . . .

და მეუბნება

იქ სადღაც შორს

ისევ მთებია

მთებთან კი დიდი ზღვა

გუმანით ვხვდები, ის აფხაზეთია

სევდით გადმოგხედე

შენ ისე ახლოს ხარ

და ის რა შორია . . .

6.06.2010წ.

”დრო სუნთქვასავით გარდასული”

დღევანდელ პოსტში კინოსაც შევეხები და ლიტერატურასაც და კიდევ სიყვარულს, ძალიან ლამაზ სიყვარულს. ფანფან ტიტა (Fanfan la tulipe-1952) ალბათ გექნებათ ნანახი, თუ ოდნავ მაინც რომანტიული ხართ ან უბრალოდ ფრანგული კინო გიყვართ, გირჩევთ უყუროთ. ფანფან ტიტაში მთავარ როლს ფრანგი კინომსახიობი ჟერარ ფილიპი ასრულებს. მეც სწორედ მასზე და მის სიყვარულზე მინდა მოგითხროთ.

მაშინ როდესაც ის ყველაზე მეტად პუპულარული იყო და მთელი სიძლიერით ბრწყინავდა, ჟერარ ფილიპი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვიძლის კიბოთი. მისმა მეუღლემ ნიკოლ ფურკადმა აირჩია ფსევდონიმი ან ფილიპი და მეუღლის შესახებ ორი წიგნი გამოსცა ”მოგონებები’ (Souvenirs-1960) და ”დრო სუნთქვასავით გარდასული” (Le Temps d’un soupir-1963) ამ წიგნმა საფრანგეთის ერთ-ერთი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა, ასევე აღიარეს წლის საუკეთესო წიგნად.

წლების წინ ქართულ ენაზე სწორედ ეს უკანასკნელი აღმოვაჩინე სახლში; ასე წიგნსაც ვერ დავარქმევთ ალბათ, ან ფილიპი მასში აღწერს მეუღლის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს,  გრძნობებს ერთმანეთის მიმართ, თუ როგორ იცვლება მათ გარშემო ყველაფერი, რაც უფრო ახლოვდება სიკვდილის ჟამი, მარტოობა, მერე რა რომ მას შვილები ჰყავს, მეგობრები ჰყავს, ის მაინც მარტოა, მას ხომ აგერ-აგერ მეორე ნახევარი გამოეცლება, ყველაზე მთავარი ნუგეში, მხარდამჭერი, მეგზური . . . არ მახსოვს წამეკითხოს ასეთი პატარა წიგნი, სადაც ამხელა გრძნობა ასე ყოვლისმომცველად ყოფილიყოს გადმოცემული; რაში დავრწმუნდი წიგნის წაკითხვის შემდეგ? ასეთი გრძნობა ერთხელ მოდის და ასეთი ტკივილიც მხოლოდ ერთხელ; ასეთი ტკივილიც უნდა დაიმსახურო ასე მგონია, და თან ამაყი უნდა იყო რომ ასეთი დიდი სიყვარული გტკივა, სიყვარული რომელიც ასე მოწოდების სიმაღლეზე გაყენებს, გალამაზებს და შვილები რომლებიც ძალიან ძალიან ამაყობენ ამ სიყვარულით და ტკივილით.

ჩემი აზრებით აღარ შეგაწუხებთ, უბრალოდ პატარ-პატარა ამონარიდებს შემოგთავაზებთ წიგნიდან:

”ადრე ვიღვიძებ. ჯერ ისევ ბნელა. თვალს არ ვახელ, ვცდილობ კვლავ ძილს მივცე თავი, მაგრამ ამაოდ. სადღაც სევდიან და პირქუშ სამყაროში დავბორიალობ, შუა გზაზე სინამდვილესა და საშინელებას შორის . . . . . . თავს ვაბრუნებ შენი ბალიშისკენ, რომელსაც წინანდებურად მარჯვნივ ვდებ ხოლმე და თვალწინ მიდგას შენი გაქვავებული სახე; ჩანს მე მეძებდი როცა ესალმებოდი სიცოცხლეს. ვხედავ შენს გაშლილ ხელისგულებს, რომლებმაც მიმახვედრეს, რომ არავითარ ტანჯვას, არავითარ წამებას არ შეუშფოთებიხარ ბოლო წუთებში”

”უხმოდ გევედრებოდი . . შენც შემომხედე, შემომხედე, მე მოგონებები მაინც დამრჩება, შენ ესეც არა. ყველაფერი გაქრება, ვერაფერს დაიმახსოვრებ. შენც გაქრები! თითქოს არასდროს ყოფილხარ ქვეყნად”.

’ნეტავ სულ შეუჩერებლად მატარა. მხოლოდ ასე თუ შევძლებ ცხოვრებას. როგორ მიყვარდა შენთან ფეხშეწყობით სიარული. აბა რა იყო ქვეყნად ამაზე კარგი! დღეს კი . . . საით მივდივარ დღეს? სიარული ხომ მხოლოდ ნაბიჯების გადადგმას არ ნიშნავს. რა მიზანი მამოძრავებს? ვემორჩილები მკაცრ ბრძანებას: ვიცხოვრო, შევაძლებინო ბავშვებს ცხოვრება”

”აი შენც მოხვედი, შეჩერდი, ჭიშკარს აღებ, შენ ძაღლს ელაპარაკები, რომ არ გამაღვიძო ფეხსაცმელს იხდი და ისე ამოდიხარ კიბეზე. შემოხვედი, შენ უკვე აქ ხარ და ეს მთელი სიცოცხლეა ჩემთვის”

”ამ სახლში უკვე აღაფერი მიზიდავდა, უჩვენოდაც იცოცხლებს რაც აქ შევქმენით . . . მძულდა ხეები, ყვავილები, ძაღლი, ჩიტები . . . ნივთები რევანშს იღებდნენ. მათ საკუთარი სიცოცხლე არ გააჩნიათ, მაგრამ დიდხანს სძლებენ . . . სრულიად სამართლიანი იქნებოდა შენს უკანასკნელ ამოსუნთქვააზე მიწას პირი დაეღო და აქაურობა უკვალოდ შთაენთქა”.

”გაოგნებული ვდგავარ. აზრ მიჰქრის როგორც ჩამოგდებული თვითმფრინავი. არა ეს სიცრუეა. შენ აქ არა ხარ. იქ განისვენებ ყინულოვან სამყაროში. რა მოხდა? რამ მოგიყვანა ჩემთან?”

”დავუახლოვდი მარტოობას, კარგად გავიცანით ერთმანეთი და მე ვისწავლე მისთვის პირდაპირ თვალის გასწორება. ვესაუბრებოდი მეგობრებს მარტოობაზე და მათ ბუნებრივად მიაჩნდათ იგი. ჩემთვის ქვეყნად არაფერია ცოლ-ქმარზე უფრო მშვენიერი და როცა ამბობენ, თითქოს სიყვარული – ეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავსო, ჩემს თავს ვეკითხები: ნუთუ ჩვენ ერთსა და იმავე გრძნობაზე ვლაპარაკობთ მეთქი?”

”დინებას მივყვები, არ მსურს არც შორს და არც ღრმად ჩავხედო ცხოვრებას, ველი წუთებს, როდესაც ძალა დამიბრუნდება, ვიცი ეს დროც მოვა, ცხოვრება ჯერ კიდევ მაინტერესებს. მინდა თავი დავიხსნა, მაგრამ არ მსურს გავთავისუფლდე შენგან”

ან ფილიპი

ლექსები

მუზა

ლექსის წერას აღარ უნდა დრო,

ოხ, ეს მუზა ჩამაფრინდა თმებში,

ადრე ცოტა რიდი მაინც ჰქონდა,

ეს მაინც რამ გააგიჟა ვიციი??

ამირია გული, გრძნობა, ტვინი,

სად რა ვწერო, სად რა ვთითხნო ვიცი?

მაგრამ იცი? არც გაშვება მინდა მისი,

ისევ მომენატრება მე ეს მაჯლაჯუნა ვიცი.

გულზე მაწევს გატრუნული ისე,

თითქოს არაფერი იცის,

ყველას ანგელოზი მუზა ჰკენწლავს,

მე სად შემხვდა ეს ეშმაკი ვიცი?

14/04/2010

პეპელა

მე ხომ გიჟი ვარ წრეგადასული,

ზნედაცემული ჭრელი პეპელა,

ვეღარც ვფარფატებ, ვეღარც ვლასლასებ,

ხის ტოტზე ვსკუპვარ იმედგასვრილი.

გაგიტყდა გენაც ასეთს რომ მხედავ?

რომ ვერ ვკუნტრუშებ შენს მუხლიკვრებზე?

ნუგეში გენააც, პეპლებს რა დალევს?

ვაკანტურ ადგილს უცებ ნახავენ.

და დაიკიდებ, რომ ერთი პეპელა

სადღაც ხის ტოტზე წამოსკუპულა,

უფრთოოდ? ჰო! უფრთოდ!

მარტო! და ეულად!

13.04.2010

ნ.გ-ს

წახვედი თოლიავ? გაჰყევი ნაპირს?

ტალღიან სველ ნაპირს არ უჩანს ბოლო,

შენს კვალს ზღვაც ვერ შლის,

კვლავ აქ ხარ ვატყობ,

აქ გგრძნობ, ჩემთან ხარ, შენს ლექსს რა წაშლის.

გავყვე ნაკვალევს? მე ვერც გავბედავ,

შემს სულში ჩაჭედილ შენს ლექსებს მოვუვლი,

ჩემს გულში ჩარჩენილ მუზას ვანანავებ,

მოვუვლი ცივ ნიავს არ მივაკარებ.

წახვედი თოლიავ? გაჰყევი ნაპირს?

დაჭერი გული, ატკინე მუზას,

დაგვტოვე ობლებად, მდიდარ ობლებად,

შენი ლექსები ოქროდ ქცეულან.

მშვიდობით გითხრათ? მე ვერც გავბედავ,

ვიქნები სულელი ეს რომ აღმომხდეს,

შენ გიღალატებ ეს რომ წამომცდეს.

13-04-2010

ფიქრები

ვდგევარ ფანჯარასთან ღამენათევი

და მთებს გავყურებ ნისლში დამალულს,

ნისლი ბარშიაც ჩამოდის ხოლმე

და გულს აწვება როგორც სველი ქვა.

წვიმიანია გზები, ქუჩები

და მენატრება არ არსებული,

წვიმიანია ჩემი თვალებიც

უძილობისგან ღამენათევი.

რა მენატრება არც კი ვიცი მე

ალბათ კი ცაზე მოწმენდილ ცაზე,

ან და მზიანი დღე სამშობლოში,

ხალხის გულებს, რომ გაათბობს ასე.

ვფიქრობ და გული მევსება დარდით,

მზე აღარ არის მზიურ ქალაქში

და ბადრი მთვარეც აღარ ანათებს,

დაფარულია ზეცა ღრუბლებით.

კვლავაც წვიმს ისევ მსხვილი წვეთებით,

იწვიმოს იქნებ მოგვეშვას გულზე,

იწვიმოს იქნებ ამან გარეცხოს

რაც რამ ცოდვა გვაქვს ჩვენ ჩადენილი

და რაც ამ ბოლო წლებში გვაწუხებს.

(28 ნოემბერი, 1998წ. თბილისი)

ურო

ვნება ძლიერია
ქარტეხილები ღმუიან
ტოტი ტყდება, მერქანი ხმება
ხე ეცემა . . .

დადიან ლანდები
მუსიკის ჰანგებში
ბრმად . . .
ეხეთქებიან ერთმანეთს

იმტვრევა ტოტები
ფესვი?
ჰქონდა ფესვი?
არ ვიცი არ მინახავს . . .

რაო რაო?
მძაფრი ქარტეხილი მას ვერ შეეხება?!
ჰმ, ეგ დრო წავიდა
სიშიშვლე დარჩა

წაქცეული ხე
და ფესვი არ ჩანს . .
ვნება ძლიერია
სულზე ძლიერი, სხეულზე გამძლე

მიწიდან სინორჩე
ახალი სიცოცხლე
ეს მინდა მე . . .