და მაინც რა მოხდა გუშინ? უკვე მერამდენედ სვამს ამ კითხვას მავანი და მავანი, როგორც ყოველთვის ყველას თავისი მახვილი აზრი აქვს, ხან ხვდება ეს მახვილი რბილ ადგილას ხან ვერა, მაგრამ მაინც . . . აქვთ. ვითომ პოზიციას სურდა ოპოზიციის კვლავ ლაფში ამოსვრა და ხალხისთვის თითის დაქნევა აი რა მოხდება თუ ოპოზიციას მხარს დაუჭერთო . . . მაგრამ ასეთი სიმძაფრის სიუჟეტის გაშვება ამისთვის ცოტა ზედმეტი ხომ არ იყო?? თუ ვინმე იტყვის რომ შედეგი წინასწარ ვერ გათვალეს? როგორც პოზიციის ისევე ოპოზიციის მიმართ ხომ ისედაც გულგრილია უკვე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, დაიქსაქსა ოპოზიცია, გაიფანტა, ვერ გაიყვეს ერთმანეთში მერის სავარძელი რა საჭირო იყო ასეთი სიუჟეტი მაინც? პირიქით ხომ არ გამოუვიდათ პიარშიკებს?
), ანტი დამოკიდებულებით კვლავ მათ წისქვილზე ხომ არ დაასხეს წყალი?? რატომ? იმიტომ, რომ შემდეგი ხელისუფლება სჭირდებათ . . . და ვინ მოდის შემდეგ ხელისუფლებაში? ის ვინც ყველაზე კარგად გალანძღავს ამჟამინდელ ხელისუფლებას!!!!! აბა!!! ხალხიც შესაბამისად წლის საუკეთესო მლანძღველს დაუჭერს მხარს; ეს ყველაფერი მერე; მაგრამ ახლა, სად გარბოდა გუშინ ეს დაპანიკებული ხალხი, ვის გაურბოდა??? არც თივა ჩანს, არც ცეცხლი, არც კვამლი და სად გარბოდნენ??? ვის ემალებოდნენ? იმათ ვინც მათზე წინ გარბოდა???
)))))) ხალხი სიუჟეტზე მეტად ერთმანეთის სატელეფონო ზარებმა უფრო გადარია მგონი, შეშფოთდნენ, აღელდნენ, ზოგი ავადმყოფი, ზოგი მოხუცებული, ზოგი ჯარში მსახურობდა, და რა ვიცი სხვა მრავალი . . . ვინმეს მაინც ხომ უნდა გაეთვალისწინებინა ეს ყველაფერი; თუმცა გვიანია თითზე კბენანი; ამის შემდეგ რა იქნება ის არის საინტერესო, მაგრამ ვისთვის საინტერესო??? ; პოზიცია ბოდიშს იხდის, ოპოზიცია თითზე იხვევს ამ ბოდიშს და არა მარტო ბოდიშს . . . კარგი ხალხი საჩივარს ამზადებს, მეც თქვენს გვერდზე ვდგავარ, მეც მომჩივანი ვარ, მაგრამ მე პესიმისტი მომჩივანი ვარ, როგორც ბაირონი იტყოდა „დასჯა არ ძალუძს დამნაშავეს დამნაშავისა“; ეს ის ქვეყანაა, სადაც დამნაშავე, მოსამართლე, პროკურორი, და სხვა ძაღლი–მამაძაღლი ერთი გუნდია, ერთმანეთის ხელის დამბანნი და ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ ხელის
) ყოველივე ამის შემხედვარეს ხანდახან გინდა უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრება, ხო უკაცრიელზე, პარასკევას გარეშე თანაც
) ქოქოსის პალმის ქვეშ ჩემი სამშობლო ვერ იქნება!!!! მაგრამ პატრიოტიზმი?? სამშობლო? არ გიშვებს არსად! გარბიხარ? სად? შენი სამშბლოდან? შენი სამშობლო ხომ შენშია!! ესე იგი შენ თავს გაურბიხარ??!! ვეეეეერ მოგართვი
)))))) შენ თავს ვერ გაექცევი და თუ ქართველი ხარ და თუ თავმოყვარეობა გაქვს არც უნდა ეცადო ამას. ილაპარაკოს ვისაც რა უნდა, ნუ უსმენ . . . პოზიცია ამბობს ოპოზიცია იგივე შულავერის კომიტეტს ქმნისო, ოპოზიცია ამბობს . . ეჰ ოპოზიცია რას არ ამბობს, სერიოზული კონკურსია ლანძღვაზე . .
) და მაინც მე მგონია რომ არ არსებობს ორი მხარე, უბრალოდ არსებობს ერთი მხარე სარკეში საკუთარი მახინჯი ანარეკლით, სარკე იმსხვრევა და ანარეკლი იქსაქსება, იფანტება . . მოკლედ ვირი გალობს, ბულბული კი ყროყინებს , , , , უგემოვნო მაყურებელს კი რა გამოლევს . . . მაყურებელი არის . . . შოუებიც არის, ნუ მოკლედ ყველა არხზე კარგი შოუა რა . . . მაშ უყურეთ და პრეტენზიებიც ნუ გექნებათ . . . და მაინც რა მოხდა გუშინ??
) ისეთი არაფერი, ერთი დიდი შოუს მონაწილეები ვიყავით ჩვენც და ცოტა გვეხამუშა, და ახლაც ვმონაწილეობთ პრინციპში . . . გაიღიმეეეეთ, თქვენ კადრში ხართ . . . . . .
))))))
2010/14/03